FM97.5 / LIVE

რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის

მთავარისაზოგადოება 07.08.2015
ახალციხეში, რაბათის დასახლებაში წყალი დღეში მხოლოდ ერთხელ და ისიც დაბინძურებული მოდის; ადგილობრივები წყალმომარაგების კომპანიას პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.

რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
ახალციხეში, რაბათის დასახლებაში ადგილობრივები მეორე კვირაა სასმელ წყალს მეზობელი ქუჩებიდან ეზიდებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ უბანში სასმელი წყალი მხოლოდ ერთხელ და ისიც ისე ცოტახნით მოდის, რომ ჭურჭლის გავსებას ვერ ასწრებენ. ზოგიერთ ქუჩაზე კი წყალი საერთოდ არ მოდის.

„წყალი მარტო დილის საათებში მოდის და ისიც“ ნაპორი“ არ აქვს. ბაკის ავსებას ვერ ვასწრებთ. მილები ჩაყარეს და არც კი შეაერთეს, ეს არის ჩვენი მთავრობა“, – ამბობს ციხიძირის ქუჩაზე მცხოვრები სეირან ვოსკანიანი.

დაბინძურებული წყალი და ისიც მცირე რაოდენობით მიეწოდება ათონელის ქუჩასაც.

„ყველა ამ დღეში ვართ. ნებისმიერს დაელაპარაკეთ იგივეს გეტყვიან“, – ამბობს ია თათოშვილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყალი დასახლებაში დღეში ორჯერ, დილით და საღამოს მოდიოდა, ერთი თვეა რაც მარტო დილით მოდის, ისიც დაბინძურებული და სასმელად უვარგისი.

„სილა მოყვებოდა წყალს და მილები გაჭედა. ზოგგან მილები გაასუფთავეს, მაგრამ ჩვენთან გასაწმენდად არავინ მოვიდა“, – ამბობს გაგიკ მანუკიანი.

წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვისცენტრში განმარატვენ, რომ წყალთან დაკავშირებით შეფერხებები რაბათის დასახლებაში სასმელი წყლის ქსელზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია. გარდა ამისა მიმდინარეობს გამრიცხველიანებაც და სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წყალი ისევ მაღალი წნევით მიეწოდება.

„რეაბილიტაციის დროს მილი დაზიანდა და ციხიძირის ქუჩაზე პრობლემა შეგვექმნა. გავწმინდეთ, მაგრამ სავარაუდოდ, მილებში მიწა შეიტანა.
დღესაც მუშაობდნენ ჩვენი თანამშრომლები და კომპრესორის საშუალებით წმენდნენ მილებს. ასე რამდენიმე დღე გაგრძელდება, ვიდრე არ გამოირეცხება მთლიანად.“, – ამბობს წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის რაიონული სერვისცენტრის მენეჯერი გია დალალიშვილი და ამატებს, რომ ვინც მათ დახმარების თხოვნით მიმართა, პრობლემის მოსაგვარებლად ყველასთან მივიდნენ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოსახლეობას წყალი მხოლოდ დილით მიეწოდება, დალალიშვილი ამბობს: „ეს მოსახლეობის ბრალია. რწყვის პერიოდია, ახალციხეში პატარა ნაკვეთი ყველას აქვს, რწყავენ და ამიტომ ბასეინების ავსება ვეღარ ხერხდება. ამის გამო წყლის დებეტი მცირდება და საღამოს წყალს მოსახლეობას ვეღარ ვაწოდებთ. აგვისტო გავა და ეს პრობლემა თავისთავად მოგვარდება“.

რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის

[თინათინ ზაზაძე, ახალიცხე]


15.11.2018 1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება

12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.11.2018 ასპინძის სამ სოფელში მგელმა საქონელი დაგლიჯა

15.11.2018 ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ აბასთუმანში შვიდი პროექტის განხორციელება დაიწყო

15.11.2018 400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება

15.11.2018 აბასთუმანში ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია სასტუმროს აშენებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე  დაბინძურებული წყალი მოდის
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხის სოფლებში მოსახლეობას სამელი წყალი არ მიეწოდება
ვალეს სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება
‘დაბინძურებულ წყალს გველიც კი მოყოლია’ – სასმელი წყლის პრობლემა აწყურში
სამი დღეა ზარზმელის ქუჩას სასმელი წყალი არ აქვს
ასპინძელებს სუფთა წყალი ენატრებათ