სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

თანამშრომლებისა და ბიუჯეტის რაოდენობა ააიპ „ახალციხის ტბაზე“

მთავარიეკონომიკა 07.08.2015
რამდენი თანამშრომელი ეყოლება "ახალციხის ტბას" და რა თანხა გაიწერა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ობიექტისთვის;

თანამშრომლებისა და ბიუჯეტის რაოდენობა ააიპ „ახალციხის ტბაზე“
მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ააიპ ახალციხის ტბისთვის 65 900 ლარი გაიწერა. ეს იყო ერთ–ერთი საკითხი, რის გამოც 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო. ამ საკითხს კენჭი დღეს, 7 აგვისტოს, ბიუროს სხდომაზე უყარეს.

„წლის ბოლომდე ოთხი თვე დარჩა, ამხელა თანხას რაში ვისვრით?! ჩვენი ბიუჯეტისთვის 66 ათასი ლარი ცოტა არ არის. რამდენად სწორია ამხელა თანხის გადახდა?“ – იკითხა სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მალხაზ გიქოშვილმა.

მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ლიანა ხმალაძის განმარტებით, ამ თანხის დიდი ნაწილი კომუნალურ გადასახადებს, წყალსა და განათებას მოხმარდება: „ხელფასების რაოდენობა მიზერულია“.

ხმალაძეს დაეთანხმა ახალციხის მერი გიორგი კოპაძე. მისი თქმით, ააიპ–ის 10 თანამშრომელი ეყოლება და მათთვის გაწერილი ხელფასი მართლაც მინიმალური იქნება: „აქ ზედმეტი ხარჯი არაფერში გვაქვას. 400 ლარია გაწერილი თანამშრომლებისთვის, უფროსი აიღებს 600 ლარს. ასევე, თანხა გვჭირდება გველების საწინააღმდეგო შესაწამლი მასალისთვის, ბალახის მორწყვაზე, სათიბელაზე“.

„ერთი მუნიციპალიტეტი ვართ, რაბათს იმდენი სათიბელა აქვს, რას ვთიბავთ ამდენს, ფერმა ხომ არ გვაქვს?! ან ვინ არის ტბის ხელმძღვანელი, მოვიდეს დაგველაპარაკოს, გვითხრას რა როგორ უნდა გააკეთოს, თუ ტბის განვითარების გეგმა არ აქვს, იქ რა უნდა გააკეთოს?!“ – შეუბრუნა კითხვა საკრებულოს წევრებსა და ქალაქის მერს გიქოშვილმა.

პასუხის გაცემა კოპაძემ სცადა, თუმცა, გიქოშვილმა გააწყვეტინა: „გია შენ არ ხარ ვალდებული ყველაფერზე განმარტება აკეთო. მოვიდეს ის ადამიანი და დაგველაპარაკოს“.

„ეს ჩემი პროექტია და მე გეტყვი. ხედვა როგორ არ აქვს. ჯერ ხელფასსაც ვერ აიღებს და უკვე მუშაობს, გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. შენ რას გვთავაზობ, ობიექტი გავაჩეროთ?!“ – უპასუხა კითხვითვე კოპაძემ გიქოშვილს.

საუბარში ახალციხის (უკვე ყოფილი) საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბერიძე ჩერთო: „ვფიქრობ ამ აიპ–იმ ისე უნდა მოახერხოს, რომ ერთ–ორ წელიწადში ტბა მიმზიდველი გახადოს. ეს იმისთვის რომ აქ ინვესტორს სამომავლოდ ინვესტიციის ჩადების სურვილი გაუჩინოს“.

როგორც საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა სხდომაზე განაცხადეს, თუ ობიექტის განვითარებისთვის ფული არ დაიხარჯა, ის მოგებაზე სამომავლოდ ვერც იმუშავებს.

ახალციხის მერის გიორგი კოპაძის განმარტებით კი ამ დროსითვის ტბაზე მოწესრიგებულია ბილიკი, მალე აქ ველოსიპედებსაც გააქირავებენ, ასევე, გაუშვებენ თევზს და მომავალი წლის გაზაფხულისთვის საჩხერიდან სილას ჩამოიტანენ.

„ტბაზე უკვე ყოველ საღამოს ძალიან ბევრი ადამიანი დადის. რაც შეეხება შემოსავლებს, პარკინგიდან მიღებულ თანხას მთლიანად თანამშრომელბის ხელფასს მოვახმართ და ამისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ წაგვივა“, – განაცხადა კოპაძემ.

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას დეპუტატები საკრებულოს მომავალ სხდომაზე გააგრძელებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

„ახალციხის ტბაზე“ თანამშრომლები კიდევ შეამცირეს
120.000 ტბას და 200.000 ‘ახალციხის ციხეს’ –  ქალაქის ბიუჯეტი დამტკიცდა
ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე გატანილი ‘უხერხული საკითხი’
გადაჭარბებული შემოსულობები და აუთვისებელი თანხა ახალციხის ბიუჯეტში
ააიპ „ახალციხის ტბის“ შექმნას ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ
ახალციხის მერიაში 9 თვის წინ შექმნილი ააიპ–ი გაუქმდა
ახალციხის საკრებულომ ააიპ-ების ანგარიში მოისმინა