FM97.5 / LIVE
კონკურსი ახალგაზრდებისთვის „არჩევანი ჩემი უფლებაა“

კონკურსი ახალგაზრდებისთვის „არჩევანი ჩემი უფლებაა“

მთავარისაზოგადოება 05.08.2015
„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ (GRMA) ახალგაზრდებისათვის აცხადებს ესსეს, სლოგანისა და ფოტო კონკურსს „არჩევანი ჩემი უფლებაა.“

კონკურსი ახალგაზრდებისთვის „არჩევანი ჩემი უფლებაა“

კონკურსი ტარდება პროექტის „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისთვის“ ფარგლებში, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სასწავლო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

ესსეს, სლოგანისა და ფოტოსთვის შერჩეული თემა უნდა უკავშირდებოდეს არჩევნებს და საარჩევნო სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებს.

საკონკურსო ესსეს, სლოგანისა და ფოტოს თემატიკა

არჩევნები და მოქალაქე;
• ჩემი მაჟორიტარი
• თანასწორი საარჩევნო გარემო;
• არჩევნები - სახალხო მმართველობის განხორციელება.


კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. პრიორიტეტია ახალგაზრდა ამომრჩეველი. არ განიხილება ესსე, სლოგანი, ფოტო, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.

პლაგიატიზმის გამოვლენის შემთხვევაში ესსე/სლოგანი/ფოტო/ მოიხსნება კონკურსიდან.

შეფასების კრიტერიუმები:

1. ზოგადი თემის ფარგლებში კონკრეტული პრობლემის ნათლად გამოკვეთა (პრობლემის იდენტიფიკაცია);
2. პრობლემის აქტუალობა;
3. გამოკვეთილ პრობლემატიკასთან დაკავშირებით ნათლად ჩამოყალიბებული ავტორისეული ხედვა /პრობლემის შეფასება და გადაჭრის გზის შემოთავაზება (ესსეს შემთხვევაში);
4. მსჯელობის ლოგიკურობა (ესსეს შემთხვევაში);
5. გამართულად წერის უნარი (ესსეს შემთხვეაში).



კონკურსში წარმოდგენილ მასალებს შეაფასებს ჟიური, რომელიც დაკომპლექტდება მედია პროფესონალებით და „GRMA-ს“ წარმომადგენლებით.

თემის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული ესსე, სლოგანი და ფოტო. წარმოდგენილი მასალები აიტვირთება პროექტის ფეისბუქგვერდზე და მოხდება „სახალხო“ გამარჯვებულების გამოვლენაც. მოწონებების რაოდენობის მიხედვით.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ინტელექტუალური პრიზებით.


ფორმატი და სხვა პირობები:

ესსე წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word-ში, შემდეგ ფორმატში:

• ენა: ქართული;
• შრიფტი: sylfaen -ქართული უნიკოდი;
• შრიფტის ზომა: ტექსტი -11, სქოლიო -8;
• დაშორება ხაზებს შორის: 1,5
• ესსეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 600 სიტყვას.
• ფოტო შეიძლება იყოს როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული, (მონტაჟი ან „ფოტოშოპით“ დამუშავება მიუღებელია). შესაძლებელია მაქსიმუმ 4 ფოტოს წარმოდგენა, JPG ფორმატში.
• სლოგანიც წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word-ის ფორმატში, მაქსიმუმ - ოთხი სლოგანი

საკონკურსო მასალების წარდგენის ვადები

საკონკურსო ესსე/ სლოგანი / ფოტო წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2015 წლის 15 ნოემბრისა, 18 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე grmageorgia@gmail.com


Subject მიუთითეთ: ესსე/სლოგანი/ფოტო კონკურსი საარჩევნო თემატიკაზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს, მაია მამულაშვილს 593264533 და პროექტის დირექტორს, ნატო გუბელაძეს 599107794 ან 577247711.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეგიონული მედიის ასოციაცია ახალციხეში არჩევნების თემაზე ტრენინგს ჩაატარებს
ფოტოკონკურსი - მოქალაქე IN ACTION
შსს სკოლის მოსწავლეებისთვის ესსების კონკურსს აცხადებს
ფოტოკონკურსი –' ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა'
ახალციხის მერია აცხადებს ფოტოკონკურსს -  'ჩემი თვალით დანახული ქალაქი'
გამოვიდა საგაზეთო ჩაანართის „მედია და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ პირველი ნომერი
ფოტოკონკურსი კომპანია „ანაგისგან“