FM97.5 / LIVE

ადიგენის სოფლებში განსახორციელებელი 17 პროექტი შეიცვალა

მთავარიეკონომიკა 04.08.2015
ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობის ცუდი მენეჯმენტი თუ მოსახლეობის აზრთა სხვადასხვაობა; რატომ შეიცვალა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი 76 პროექტიდან 17 –ში პრიორიტეტი;

ადიგენის სოფლებში განსახორციელებელი 17 პროექტი შეიცვალა
ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ 545. 017 ლარი დაიხარჯება. ზოგიერთ სოფელში სამუშაოები უკვე დაწყებულია, ზოგგან კი პრიორიტეტებს ხელახლა ირჩევენ.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით 55 სოფლში და ორ დაბაში 76 პროექტი განხორციელდება, აქედან 17 –ში პრიორიტეტი შეიცვალა. აღნიშნული ცვლილების შესახებ, საკრებულოს სხდომაზე დღეს, 4 აგვისტოს იმსჯელეს.

საკრებულოს გადაწყვეტილებას მხარი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა არ დაუჭირეს: „ეს მასშტაბური ცვლებები არის ცუდი მენეჯმენტის ბრალი. თავიდან სწორად არ აუხსნეს მოსახლეობას აღნიშნული თანხით რის გაკეთებას შეძლებდნენ“, – ამბობს რატი ტატალაშვილი.
მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი განმარტავენ, რომ მოსახლეობის გადაწყვეტილების მიღებაში თვითმმართველობა ვერ ჩაერეოდა და შესაბამისად პრიორიტეტები მოსახლეობამ თავად აირჩია.

„სოფელში ხუთი კაცი შეიძლება ერთ საკითხზე ვერ შეთანხმდეს. ზოგს არ უნდა გზის მოხრეშვა და გადაწყვიტა სასმელი წლის რეაბლიტაციას მოახმაროს თანხა“, – ამბობს ადიგენის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი.

მღებრიშვილს ეთანხმება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძეც: „სოფლის მოსახლეობამ თავად მოისურვა პრიორიტეტების შეცვლა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი აზრი და ჩვენც დავეთანხმეთ მათ“.

შეცვილილი პროექტების განსახორციელებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა სამშენებლო კომპანიებთან ხელშეკრულებებს უახლოეს დღეებში გააფორმებს.

მაგალითად: მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფელ ქვემო ენთელში სარწყავი არხის მაგივრად, რეაბილიტაცია სასმელ წყალს ჩაუტარდება. სოფელ წახანწყაროში სარწყავი წყლის–საგუბარის რეაბილიტაციის ნაცვლად სოფლის მისავლელი გზა და საცალფეხო ხიდი მოეწყობა. პატარა ზანავში რიტუალების სახლის სარემონტო სამუშაოები აღარ ჩატარდება, აქ მხოლოდ სკამებსა და მაგიდებს შეიძენენ. არზნეში რიტუალების სახლის რეაბილიტაციის მაგივრად სოფელში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიგეგმა. მოხეში სტადიონის მოწყობის ნაცვლად სასმელი წყლის ქსელის მოწყობა გადაწყვიტეს. აფიეთში სასმელი წყლის რეზერვუარი აღარ მოეწყობა და აქ სარწყავი წყლისთვის ორი ლითონის 25–ტონიანი რეზერვუარი დაიდგმება.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები მიმდინარე წლის სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პრიორტეტები გასულ წელებშიც არა ერთხელ შეიცვალა.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2019 დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

17.10.2019 ასპინძაში 55 500 ლარად სკვერს მოაწყობენ

17.10.2019 რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

17.10.2019 ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა
ადიგენში 9 სოფელმა პრიორიტეტი შეცვალა
ადიგენის სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®
ასპინძის საკრებულომ ‘სოფლის პროგრამის’ პროექტები დაამტკიცა
ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტებს ირჩევენ
ბორჯომში 'სოფლის პროგრამის' ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა [R]