FM97.5 / LIVE

სამხარეო სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ჯარიმის, 250 ლარის გადახდა დააკისრეს

მთავარისამართალი 02.08.2015
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის ვახტანგ გეწაძის ადმინისტრაციული საქმე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მეორედ განიხილა.

სამხარეო სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ჯარიმის,  250 ლარის გადახდა დააკისრეს
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმე განსახილველად კვლავ ახალციხის რაიონულ სასამართლოში დაბრუნდა. სააპელაციოში ადმინისტრაციული სარჩელი სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციამ გაასაჩივრა. საჩივარი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის ვახტანგ გეწაძის მიმართ სამართალდარღვევის არარსებობის გამო ადმინისტაციული საქმის წარმოების შეწყვეტას ეხებოდა.

„ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლემ საქმის ხელახალი განხილვის დროს პატრულისა და ვახტან გეწაძის შელაპარაკება სამართალდარღვევად მიიჩნია და 179–ე მუხლით 250–ლარიანი ჯარიმა შეუფარდა“, - განაცხადა ვახტანგ გეწაძის ადვოკატმა ნოდარ აკოფაშვილმა.

ადვოკატს მიაჩნია რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არაობიექტურია და ამბობს, რომ პირველი განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტკება მართებული იყო.

გაასაჩივრებენ თუ არა ახალციხის რაიონული სასამართლოს ახალ გადაწყვეტილებას ჯერ-ერობით უცნობია.

„ჩამოვყალიბდებით და ერთად გადავწყვეტთ გავასაჩივროთ თუ არა“, – ამბობს ნოდარ აკოფაშვილი.

შეგახსენებთ, 23 ივნისს, ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, 00:30 საათზე, საპატრულო პოლიციამ შემოწმების მიზნით ავტომანქანა გააჩერა. აღმოჩნდა, რომ მძღოლს თან არ ჰქონდა ტექნიკური პასპორტი, ამიტომ საპატრულო პოლიციამ მას 15–ლარიანი ჯარიმა დაუწერა. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა შელაპარაკება გეწაძესა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის. გეწაძეს თან ყოფილი თანამშრომელი გია მერაბიშვილი ახლდა. გეწაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, მერაბიშვილს კი 300–ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.


[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ყოფილი პოლიციელები ვართ და არ არის საჭირო ამხელა ამბის ატეხვა’–პატრულისა და ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე
დანარჩენ სამ დაკავებულსაც 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს
საპატრულო პოლიცია ყოფილი პოლიტპატიმრის საქმეს სააპელაციოში ასაჩივრებს
სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ზურა ხუციშვილის უკანონოდ დაკავება
ახალციხის სასამართლომ სამ დაკავებულს 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
შეცვლილი გადაწყვეტილება ზურა ხუციშვილის საქმეზე
ყოფილი პოლიტპატიმარი ახალციხეში უკანონოდ დააკავეს [video]