FM97.5 / LIVE

სხვილისელები სოფლიდან „ჯეოსელის“ ანძის გატანას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება 01.08.2015
სხვილისის ცენტრში „ჯეოსელის“ ანძის გენერატორის ხმით შეწუხებული მოსახლეობა, ანძის გადატანას ითხოვს. ახალციხის მუნციპალიტეტის საკრებულომ კი აღნიშნული ტერიტორია კომპანიას 10–წლიანი იჯარით გადასცა.

სხვილისელები სოფლიდან „ჯეოსელის“ ანძის გატანას ითხოვენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში ადგილობრივმა თვითმმართველობამ 10–წლიანი იჯარით გადასცა „ჯეოსელს“ ის ტერიტორია, რომელზეც წლებია კომპანიას ანძა უდგას. 70 კვ.მეტრზე „ჯეოსელი“ თვეში 207 ლარს გადაიხდის. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 16 ივლისს იმსჯელა. აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა ორმა დეპუტატმა. მათ შორის ერთ–ერთი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სხვილისის მაჟორიტარული ოლქიდან არუთუნ აგაბაბიანი იყო.

მისი თქმით ანძის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა გენერატორის ხმით შეწუხებულია და მის გადატანას სხვა ტერიტორიაზე ითხოვს: „შუქი, რომ ითიშება საშინელი ხმა აქვს“.

„წლებია მანდ ანტენა დგას და როდესაც ფულის გადახდაზე მიდგა საქმე, ახლა აღარ გვინდა? – კითხულობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე და ამატებს – შეგვიძლია „ჯეოსელს“ ვთხოვოთ, რომ გენერატორი ხმის ჩამხშობით შეფუთონ“.

ზაზა მელიქიძის განმარტებით შესაძლოა გენერატორი სკოლის ძველი შენობის სარდაფში გადაიტანონ და მოსახლეობას ხმაური აღარ შეაწუხებს: „წერილი გავგზავნეთ ეკონომიკის სამინისტროში და შენობის გადმოცემა ვთხოვეთ. სავარაუდოდ, ჩვენ თხოვნას დააკმაყოფილებენ. სკოლის ყოფილ შენობაში ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა გვინდა, სარდაფში კი გენერატორს დავდგამთ“.

კომპანია „ჯეოსელში“ განმარტავენ, რომ სხვილისის ცენტრიდან გენერატორის აღებას გეგმავენ, რაც შეეხება ანძას ის იგივე ადგილზე დარჩება.
„ანძა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ადგილზე დარჩება. საბაზო სადგურის ფუნქციონირების მიზანი ქსელის დაფარვის ხარისხისა და ინტერნეტის სიჩქარის გაუმჯობესებაა. ნებისმიერი საბაზო სადგურის მონტაჟი ხორციელდება ყველა სანიტარული ნორმისა და წესების დაცვით, რაზეც შესაბამისი ინსტანციების მიერ წინასწარ გაცემულია დოკუმენტები“, – განმარტავენ „ჯეოსელში“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ზაზა მელიქიძე ივლიტის, სხვილისისა და ზემო სხვილისის მოსახლეობას შეხვდა [R]
ახალციხის მერია მერიის შენობაში დარჩება
არაგვას თემის რწმუნებულს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებენ
სადაო ტერიტორია, სადაც გაზის გამზომი სადგური შენდება
 ,,კეთილმოწყობილი ქალაქი”

გრიგოლ ხანძთელზე სარდაფში სეტყვა ამ დრომდე რჩება
საბარგო სადგურზე საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ