FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

მთავარისაზოგადოება 31.07.2015
3 და 4 აგვისტოს, მესხეთის სახელმწიფო პროფესიული თეატრი მაყურებელს მორიგ პრემიერას, „მშვიდი ღამე“–ს შესთავაზებს.

მესხეთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

ჰაროლდ მიულერის „მშვიდი ღამე“ რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა დადგა. სპექტაკლში მესხეთის თეატრის ორ მსახიობთან ერთად, ერთ– ერთი პერსონაჟის დუბლს, ილიაუნის თეატრიდან მოწვეული მსახიობი, ანდრია ვაჭრიძე ასრულებს.

სპექტაკლი დედისა და შვილის ურთიერთობაზეა. შვილი დედას სამუდამოდ თავშესაფარში აბარებს. დამდგმელი რეჟისორის, გიორგი შალუტაშვილის თქმით, სპექტაკლი, სიყვარულის, მარტოობის, თაობათა ბრძოლის შესახებაა: „ორკაციანი სპექტაკლია, რომელიც მაყურებელს ძალიან დააფიქრებს“.

„მშვიდი ღამე“–ს მთავარი გმირი, ილიაუნის თეატრის მსახიობი ანდრია ვაჭრიძე მესხი მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგება: „დიდი სურვილი მქონდა, რომ რეგიონულ თეატრში მეთამაშა. მესხეთის თეატრს არაჩვეულებრივი დასი ჰყავს. თავი უცხოდ არ მიგრძვნია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სპექტაკლში ლია სულუაშვილის პარტნიორი ვარ“.

მესხეთის თეატრში სპექტაკლი 3 და 4 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 3.50 ლარია.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

„ნორა“– მესხეთის თეატრში პრემიერაა
მესხეთის თეატრში დღეს პრემიერაა
'ზამთარი მაგიდის ქვეშ' – მესხეთის თეატრში პრემიერაა
მესხეთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
‘უჩინმაჩინის ქუდი’– მესხეთის თეატრში პრემიერაა
მესხეთის თეატრის სცენაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაცოცხლდება
მეოთხე პრემიერა მესხეთის თეატრში