FM97.5 / LIVE

ჯავახეთში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

მთავარისაზოგადოება 31.07.2015
ჯავახეთში, დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. პრეზენტაციას საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჯავახეთში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა სამცხე - ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან ნათია კობახიძესთან და მხარის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის პრეზენტაციას დაესწრო.

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის დაფინანსებითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გერმანიის ფილიალის ზედამხედველობით განხორციელდა.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები 2011 წელს შეიქმნა. მასში შედის ჯავახეთის ეროვნული პარკი, კარწახის ჭაობის, სულდის ჭაობის, ხანჩალის ტბის, ბუღაშენის ტბისა და მადათაფის ტბის აღკვეთილები. ჯავახეთის პლატოს ტბები განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. ტერიტორია მდიდარია პანორამული ხედებით.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი - 16209,42ჰა-ს შეადგენს, სადაც გარდა ვიზიტორთა ცენტრისა, განლაგებულია ფრინველებზე დაკვირვების 5 კოშკურა, 5 საპიკნიკე და საკარვე ადგილები. ტურისტული სერვისებიდან ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს ცხენით გასეირნებასთან ერთად, სპორტულ და სამოყვარულო თევზჭერას სთავაზობს.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის პრეზენტაციას სამთავრობო, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ესწრებოდნენ.

[Sknews.ge]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ახალქალაქის მოსწავლეები სტუმრობდნენ
საქართველო ბიომრავალფეროვნების განვითარებისთვის დახმარებას მიიღებს
დაცული ტერიტორიების დაცვაში შეტნილი წვლილისთვის 37 რეინჯერი დაჯილდოვდა
სამცხე-ჯავახეთში ეროვნული პარკი მოეწყობა
1 მლნ ევრო საქართველოს ეროვნულ პარკებს
მინისტრებმა სამცხე-ჯავახეთში ტურისტული ობიექტები დაათვალიერეს
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე ოთხი პირი დააკავეს