FM97.5 / LIVE

პირველ საბავშვო ბაღში ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე ძიება შეწყდა

მთავარიგანათლება, სამართალი 30.07.2015
რატომ არ დაჯარიმდნენ პირველი საბავშვო ბაღის თანამშრომლები, რომლებმაც ბავშვზე შესაძლო ძალადობის შესახებ შესაბამის უწყებებს არ შეატყობინეს; რაში ადანაშაულებენ სოციალურ სამსახურს და რატომ შეწყდა ძიება სისხლის სამართლის საქმეზე;

პირველ საბავშვო ბაღში ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე ძიება შეწყდა

ახალციხის პირველ საბავშვო ბაღში ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე სსკ–ის 125–ე მუხლით დაწყებული ძიება შეწყდა. სამცხე–ჯავახეთის პროკურატურაში განმარტავენ, რომ მიზეზი სისხლის სამართლის ნიშნების არ არსებობაა.

„ძიება შეწყდა არა იმ მიზეზით, რომ ოჯახი არ ჩიოდა (ასეც რომ ყოფილიყო, თუ დანაშაულის ნიშნები იქნებოდა, ძიება მაინც გაგრძელდებოდა), არამედ იმიტომ, რომ ის, რაც გაჟღერებული იყო, არ დადასტურდა. ორჯერ დაიკითხა მშობელი. ასევე, დავკითხეთ ფაქტის შემსწრეებიც“, – აცხადებენ პროკურატურაში.

„სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ ამბის გაშუქების შემდეგ საკითხით არამხოლოდ სამართალდამცავი უწყებები, არამედ არასამთავრობო სექტორი და სოციალური მომსახურების სააგენტოც დაინტერესდა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოში აცხადებენ, რომ მომხდარზე ძიების შეწყვეტა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ორივე ორგანიზაციაში თანხმდებიან იმაზეც, რომ ეს საკითხი სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის შესწავლას ექვემდებარება. რაც შეეხება, იმას თუ რატომ არ დაისაჯნენ პირველი ბაღის თანამშრომლები იმისთვის, რომ შესაბამის უწყებებს მომხდარი არ შეატყობინეს, განსხვავებული პოზიციები აქვთ. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი საკითხი, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაცია და სახელისუფლებო უწყება ვერ თანხმდებიან.

შეისწავლა თუ არა შესაძლო ძალადობის ფაქტი სოციალურმა სამსახურმა?

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელძღვანელმა ანა აბაშიძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილობით, ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე რეაგირების მიზნით პირველ ივნისს მიმართა.

„ვალდებული იყვნენ, რომ მისულიყვნენ და ფაქტი შეესწავლათ“, – აცხადებს ანა აბაშიძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზურნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია ამბობს, რომ ფაქტის შესწავლა, „სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციის საფუძველზევე დაიწყეს: „ჩვენი წარმომადგენლები მივიდნენ და დაიწყეს ბავშვის და ოჯახის შეფასება. შევთავაზეთ ფსიქოლოგი. დედამ რატომღაც არ მოინდომა. გვითხრა, რომ ბავშვი ადიგენში მიჰყავდა. როგორც კი ჩამოვა, შეფასებას გავაგრძელებთ. მერე რა, რომ გამოძიებამ დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ფსიქოლოგმა შეიძლება სხვა რამ გამოკვეთოს, რასაც შესაბამისი მსვლელობა მიეცემა“.

რატომ არ დაჯარიმდნენ თანამშრომლები ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის?

გარდა ფაქტის შესწავლისა, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ასევე დაინტერესდა, თუ რა სანქციები გატარდა თანამშრომლების მისამართით, რომლებმაც ბავშვზე შესაძლო ფაქტების შესახებ სოციალურ სამსახურს არ შეატყობინეს.

როგორც ცხაკაია გვიხსნის, სააგენტომ არასამთავრობო ორგანიზაციას უპასუხა, რომ დღეს მოქმედი რეფერირების პროცედურების თანახმად („ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ 2010 წლის სამი მინისტრის ბრძანება“) შემტყობინებელი სუბიექტი საბავშვო ბაღი არ არის.

„საბავშვო ბაღის მასწავლებელმა რომ დამალოს ინფორმაცია, მას ამ დოკუმენტით შეტყობინების ვალდებულება არ ეკისრება“, – ამბობს ცხაკაია.

რაზეც აბაშიძე აცხადებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებითად მცდარი შეხედულება აქვთ რეფერირების პროცედურებთან დაკავშირებით, არადა სწორედ ეს სტრუქტურაა ამ მიმართულებით გადამწყვეტი ფუნქციის მატარებელი: „რეფერირებაში წერია, რომ აბსოლუტურად ყველა დაწესებულება, რომელსაც შემხებლობა აქვს ბავშვთან, ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია პოლიციას და სოციალურ სააგენტოს. სოციალური სააგენტოს პასუხი კი იყო, სიტყვა საბავშვო ბაღი არ წერია რეფერირებაში და ამიტომ მომხდარს არ შეიწავლიან, შესაბამისად ვერც თანამშრომლების მისამართით გაატარებენ სანქციებს“.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ მომხდარის შესახებ შეტყობინების ვალდებულება საბავშვო ბაღის თანამშრომლებს რეფერირების პროცედურებისთანახმად ნამდვილად ჰქონდათ, აღნიშნულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172–ე მუხლიც არეგულირებს, რაც ბავშვზე ძალადობის გამოვლენის და შესაბამისი ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობას გულისხმობს.

„ამ მუხლიდან გამომდინარე, რეფერირების პროცედურების ვიწრო განმარტება არის დაუშვებელი. არადა რეფერირების მიზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვი შესაძლო ძალადობისგან დაცვა. მიმაჩნია, რომ საბავშვო ბაღისთვის ამავე მუხლის თანახმად 100–დან 200–ლარამდე ჯარიმა უნდა დაეკისრებინათ“, – აცხადებს აბაშიძე.

რეფერირების პროცედურების შესახებ ახალი დოკუმეტი მუშავდება

სოციალური მომსახურების სააგენტოში კი გვიხსნიან, რომ რეფერირების პროცედურებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობა დაწყებულია. ახალ დოკუმენტში სხვა სუბიექტებთან ერთად ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება საბავშვო ბაღსაც დაეკისრება.

„ახალ დოკუმენტში იქნება გაწერილი ინფორმაციის შეუტყობინებლობის სამართლებრივი აქტის შემუშავების შესახებაც, განისაზღვრება ის, თუ ვინ იქნება უფლებამოსილი დააჯარიმოს სხვადასხვა თანამდებობის პირები“, – გვიხსნის ცხაკაია და ამატებს, რომ აღნიშნული დოკუმენტით, რომელიც დასამტკიცებლადაა უკვე გადაგზავნილი, სანქციებს ახალციხის პირველი საბავშვო ბაღის თანამშრომლების მისამართით ვერ გაატარებენ, ეს მომხდარის შემდეგ მიღებული კანონი იქნება და იმიტომ.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ფიქრობენ, რომ ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტები იმაზე მეტია, ვიდრე ამის შესახებ იტყობინებიან.
ამ მიმართულებით რომ ვითარება არასაიმედოა, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებშიც ჩანს. 2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით 61 სკოლამდელი აზღრდის დაწესებულებებში ჩატარებული კვლევის თანახმად 70% აღსაზრდელის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა, 40%-ის მიმართ კი – ფიზიკური.

შეგახსენებთ, რომ პირველი ბაღის აღმზრდელებს მეგი გვარამაძესა და ლალი კეღოშვილს აღსაზრდელის, 5 წლის გოგონას მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ძიძამ ბავშვს რამდენჯერმე თავში წამოარტყა, მასწავლებლებმა კი ბავშვი არა ერთხელ აჯანჯღარეს. ასევე, აღმზრდელები ბავშვის თვალწინ ტკბილეულს მიირთმევენ და ამას პატარებს აყურებინებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

პირველ ბაღში შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
კვირის აქცენტი: ბავშვზე შესაძლო ძალადობის  ფაქტები – ხმაური პირველი ბაღის ირგვლივ[Video]
იმ საბავშვო ბაღში, სადაც აღმზრდელებს ძალადობაში ადანაშაულებენ, საგანგებო თათბირი გამართეს
ახალციხის პირველი ბაღის აღმზრდელებს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ
ახალქალაქის მესამე ბაღში აღმზრდელს დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს
ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის სკოლების ადმინისტრაციები გადაამზადეს
შსს–მ  სვირში, 60 წლის ქალზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე ძიება დაიწყო