FM97.5 / LIVE

ღვარცოფი ადიგენში – 200–მდე ადამიანი მთაში ჩარჩა

მთავარისამართალი » შემთხვევა 28.07.2015
ღვარცოფმა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის მთაში მისასვლელი გზა მოწყვიტა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, მთაში მყოფი 200–მდე ადამიანი გზისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩა. ადგილობრივები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ.

ღვარცოფი ადიგენში – 200–მდე ადამიანი მთაში ჩარჩა

სოფელ დერცელსა და ამავე სოფლის მთაში ძლიერი, რომელიც დასახლებული პუნქტიდან ექვსი კილომეტრის მოშორებით მდებარებს, ძლიერი წვიმა გუშინ, 27 ივლისს, ერთ საათს გაგრძელდა. მთაში იყო სეტყვაც.

„სათიბად ვიყავი. ძლიერი ღვარცოფი მოვარდა და გზა მოწყვიტა“, – გვიყვება მომხდარის თვითმხილველი, დერცელში მცხოვრები შუქრი მიქელაძე.

მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ღვარცოფმა რამდენიმე სული პირუტყვი წამოიღო, თუმცა მას შემდეგ რაც ნიაღვარმა საქონელი გაშლილ ადგილზე გაიტანა, მათ გადარჩენა შეძლეს.

როგორც ადგილობრივები გვიხსნიან, სტიქიის შედეგად 20 მეტრი სიგრძის გზა დაახლოებით 2 მეტრის სიღრმეზე მოწყდა. დაზიანდა სასმელი წყლის მილებიც.

„ამ დრომდე მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება, სოფლიდან მივდივარეთ დიდი მანქანით, რომ დროებით რეზინის მილებით გადავაბათ“, – აცხადებს შუქრი მიქელაძე.

სწორედ მან დარეკა პირველმა დერცელში გამგებლის წარმომადგენელთან: „შემდეგ დავუკავშირდით გამგებელსაც. გვითხრა ფული შეკრიბეთ და თვითონ გააკეთეთ გზაო, ამიტომ ჟურნალისტებს დავუკავშირდით. ამის მერე, როგორც იქნა, ამოვიდნენ სოფელში, თუმცა, ის ადგილიც კი არ უნახავთ, სადაც გზა დაზიანდა, ჩვენ ადგილობრივებს კი გამგებელმა პროვოკატორი გვიწოდა“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაქარია ენდელაძეს „სამხრეთის კარიბჭე“ ვერ დაუკავშირდა, მისი მობილური ტელეფონი გამორთულია. რედაქციამ დაკავშირება სცადა გამგებლის მოადგილეებთანაც და პრესსამსახურთანაც. ყველა მობილური გამორთული აღმოჩნდა.

არაერთგზის მცდელობის შემდეგ, სატელეფონო კავშირი შედგა გამგებლის წარმომადგენელთან ნოდარ გორგოძესთან. გორგოძემ მომხდარი დაადასტურა და განაცხადა, რომ გზის გაწმენდვას მალე დაიწყებენ. ამის შემდეგ კი კავშირი, რომელიც ხარვეზებით მიმდინარეობდა, შეწყდა.
ტექნიკური ხარვეზების ფონზე მოხერხდა დაკავშირება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებერიშვილთანაც.
„მთელი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა იქ ვიყავით, ჩამოწოლილი არაფერი არ არის. გზის პატარა მონაკვეთია დაზიანებული უბრალოდ. წყალიც ჩვეულებრივად მიეწოდება ხალხს, მომხდარს კომისია სწავლობს“, – გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ.

იმის გარკვევა, აპირებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობა დაზიანებული გზის გაკეთებას, მღებრიშვილთან ვერ მოვასწარით, მისი ტელეფონიც გაითიშა.

„ვიდრე კომისია იმსჯელებს და გადაწყვეტილებას გამოიტანს, ბავშვებსა და ქალებს უწყლოდ ხომ არ დავტოვებთ?! ამიტომ საკუთარი ძალებით იქნებ მილები გადავაბათ და ამ ორმოს დროებით გადავატაროთ. სამომავლოდ თუ კაპიტალურად არ გაკეთდა, იქ მოსახლეობას წყალი არ ექნება“, – გვითხრეს ადგილობრივებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ამ დროისთვის სატვირთო მანქანით მთისკენ მიემართებიან.

ნოდარ გოროგოძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

[თამუნა უჩიძე, თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2018 ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

11.12.2018 მოქალაქეების თვითმმართველობაში ჩართულობის შესახებ ახალციხელებს კვლევის შედეგებს გააცნობენ

11.12.2018 UNICEF: მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

დერცელში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთი აღდგა
ადიგენის გამგებელი: დერცელში არ ყოფილა ღვარცოფი, დაზიანდა გზის პატარა მონაკვეთი
ადიგენში ორი სოფლის დამაკავშირებელ გზაზე მიწა ჩამოიშალა
ადიგენში სტიქიის შედეგებს ხვალ დაითვლიან
მეექვსე დღეა სოფელ ხევაშენის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება
მეწყერმა ადიგენის ორი სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა
შსს: წყალდიდობის შედეგად ადიგენში არავინ დაშავებულა