FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთს იაპონიის დელეგაცია ესტუმრა

მთავარისაზოგადოება 24.07.2015
დღეს, 24 ივლისს, ახალციხეში იაპონიის სამთავრობო დელეგაცია, სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულებს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის ერთობლივ განვითარებაზე იმსჯელეს.

სამცხე–ჯავახეთს  იაპონიის დელეგაცია ესტუმრა
შეხვედრა ახალციხის ციხეზე შედგა. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს - JICA - ს დელეგაცია სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების გამგებლებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამსახურების, მხარეში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ტურისტული სააგენტოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ჰოკაიდოდან ჩამოსულმა სამთვარობო დელეგაციის წევრებმა მასპინძლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

„ დღევანდელი შეხვედრა ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია.შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება აგრო და ტურიზმის განვითარებას დაეთმო, რაც რეგიონისთვის მნიშვნელოვანია“. –ამბობს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე.

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შედეგად შემუშავებულია "რეგიონული განვითარების პროგრამა". აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა მასშტაბური პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კონკრეტულად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო დაინტერესებულია მხარეში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის, მათ შორის ეკოტურიზმის განვითარებით და მზად არის ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ამ მიმართულებით.

"რეგიონული განვითარების პროგრამა" იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება. სამომავლოდ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაემგზავრება იაპონიაში და ადგილზე გაეცნობა იაპონურ მიღწევებს სხვადასხვა მიმართულებით.


5 კაციანი დელეგაცია სამცხე–ჯავახეთს გუშინ, 23 ივლისს ეწვია. სტუმრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში იმყოფებოდნენ. დღეს კი ახალციხელ ფერმერებს შეხვდნენ და ურაველში ყველის საწარმო „წიფორა სამცხე“ მოინახულეს.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მეურნე: იაპონიის გამოცდილება საქართველოსთვის[Video]
სამცხე–ჯავახეთში ფერმერებს პროდუქტს უფასოდ შეუფუთავენ
სამცხე–ჯავახეთს თურქეთის დელეგაცია სტუმრობს
სამცხე – ჯავახეთის დელეგაცია არტაანის გუბერნიას ესტუმრა
დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა [R]
შეხვედრა იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან [R]
გუბერნიაში აგრარული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა