სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში ენერგოეფექტურობის შესახებ იმსჯელეს

მთავარიეკონომიკა, მოქალაქე ჟურნალისტები 24.07.2015
ენერგიის დაზოგვით, საშუალოდ, დღეში 12 ლარის, თვეში 360-ის, წელიწადში კი 4320 -ის დაზოგვაა შესაძლებელი – „ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრმა“ ქართველ და სომეხ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარა.

ახალციხეში ენერგოეფექტურობის შესახებ იმსჯელეს
პროექტს სახელოწოდებით „ენერგოეფექტურობა“ ახალციხეში, „ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი“, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.

რვა ქართული და ექვსი სომხური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სწავლებას პროექტის მენეჯმენტის თაობაზე გადიან, რომლის მიხედვითაც მომავალში საგრანტო პროეტებს დაწერენ. პროექტის მიზანია ენერგო ეფექტურობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის შექმნა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს სემინარზე ესაუბრნენ, რომ კლიმატის სასარგებლო ცვლილებებისთვის ქვეყანაში საჭიროა, პირველ რიგში, ენერგიის მოხმარების შემცირება.

„ჩვეულებრივ, მსოფლიოში 1 000 000 კუბურ მეტრ ჰაერში, სითბური გაზების დაგროვების კოეფიციენტი 350 ტონა უნდა იყოს, მაგრამ ახლა 450–ია. ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ ყველა უნდა დაირაზმოს კლიმატის ცვლილების შესარბილებლად. თუ გვინდა, რომ შედეგს მივაღწიოთ, ენერგიის ეფექტურად დაზოგვა უნდა ვისწავლოთ. ეს პრობლემა გლობალურია. ამიტომაცაა ეს პროექტი საერთაშორისო და ტარდება 4 ქვეყნისათვის,“– ამბობს ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის თავმჯდომარე ნუგზარ თათეშვილი.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სახლებში, სამსახურებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში, მოსახლეობა შეცვლის 60, 100 (და სხვა მაღალი სიმძლავრის ) ვატიან ნათურებს, ეკონომიური ნათურით (რომელსაც ნაკლები ვატი, მაგრამ უფრო ეფექტური განათება აქვს), ჩ დღეშიდაახლოებით 12 ლარს, თვეში 360, ხოლო წელიწადში 4320 ლარი დაიზოგება. ამასთან, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ენერგიის დაზოგვით მნიშვნელოვნად შემცირდება სითბური გაზების მავნე გავლენა გარემოზე და კლიმატზე.

ტრენინგები ორგანიზაციებს 3 ეტაპად ჩაუტარდებათ. პირველი ეტაპი, დღეს, 24 ივლისს დამთავრდა.

ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციებმა ორი დავალება უნდა შეასრულონ: პირველი– დაინტერესებული ორგანიზაციების, მხარეების მოძიება და მეორე– უნდა შეიქმნას საბაზო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა რეალურად ენერგოეფექტურობის მხრივ მათ რეგიონებში. დავალებები სექტემბრამდე უნდა შესრულდეს.

მეორე ტრენინგი სომხეთში, სექტემბერში ჩატარდება, მესამე კი კვლავ საქართველოსა და უკრაინაში. სემინარების დასრულების შემდეგ ორგანიზაციები დაწერენ პროექტებს და გაიცემა გრანტები: „იმისთვის, რომ კონკურენცია იყოს და ხარისხი გაიზარდოს, ექვსი სომხური ორგანიზაციისთვის გრანტი 3 საუკეთესო პროექტზე გაიცემა, ხოლო ქართული ორგანიზაციებიდან, რვა პროექტიდან 4 საუკეთესო დაფინანსდება,“ - ამბობს ნუგზარ თათეშვილი.

ახალციხეში ტრენინგები ოთხი დღის განმავლობაში, რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ახალციხის პარალელურად, იგივე სახის ტრენინგები ტარდება უკრაინაში, რომელსაც „WECF- ევროპული ქალები საერთო მომავლისთვის“ ახორციელებს.

„ენერგოეფექტურობის“ პროექტი 3-წლიანია და 2017 წელს დამთავრება.

[ელისაბედ მოდებაძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

რა ოდენობის ენერგიას ვხარჯავთ არაეფექტურად – ტრენინგი ახალგაზრდებისთვის
ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა
ახალციხეში ენერგოეფექტურობაზე იმსჯელეს
ენერგოეფექტურობის პროექტის შეჯამება
ახალციხეში ენერგოეფექტურობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
ახალციხეში ხილის საშრობები გააკეთეს
ახალციხეში ენერგომენეჯმენტის შესახებ სემინარი გაიმართა