FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტს მხოლოდ 31 მაგისტრანტი ჰყავს

მთავარისაზოგადოება » განათლება 09.10.2012
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში 2 ოქტომბერს სწავლა დაიწყო. 70 ვაკანტური ადგილიდან წელს მხოლოდ 31 ადგილი შეივსო

უნივერსიტეტს მხოლოდ 31 მაგისტრანტი ჰყავს

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში წელს მიღება 11 სამაგისტრო პროგრამაზე გამოცხადდა: ინფორმაციული ტექნოლოგიები, ასტრონომია, აგრობიზნესის მენეჯმენტი, უძრავი ქონების ადმინისტრირება, აუდიტი, სისხლის სამართალი, საქართველოს ისტორია, ქართველური ენათმეცნიერება, ეთნოლოგია, შედარებითი ენათმეცნიერება და ქართული ლიტერატურის ისტორია.

აქედან ოთხ პროგრამაზე წელს უნივერსიტეტს არცერთი მაგისტრანტი არ მიუღია. საქართველოს ისტორიის, ქართველური ენათმეცნიერების, ეთნოლოგიისა და შედარებითი ენათმეცნიერების პროგრამებზე წელს არცერთი მაგისტრანტი არ ჩარიცხულა.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ნიკოლოზ ახალკაცის თქმით, ტრადიციულად ყველაზე მეტი მაგისტრანტი წელსაც სისხლის სამათლისა და აუდიტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაირიცხა.

”გასულ წელს განსაკუთრებული დაინტერესება ასტრონომიის მიმართულებით იყო, თუმცა ეს უფრო იმან გამოიწვია, რომ ამ პროგრამაზე სტუდენტებს გრანტის მოპოვების მეტი შანსი ჰქონდათ. ამიტომ, კონკურსიც კი გამოვაცხადეთ და საბოლოო ჯამში ექვსი სტუდენტი მივიღეთ”, - ამბობს ნიკოლოზ ახალკაცი და ამატებს, რომ წელს კონკურსი არცერთ პროგრამაზე არ ყოფილა.

მაგისტრანტობის მსურველებმა საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შემდეგ სპეციალურ საგნებში 19 სექტემბერს, უკვე უნივერსიტეტში ჩააბარეს. მაგისტრატურაში სწავლა კი 2 ოქტომბერს დაიწყო. სწავლის გადასახადი წელსაც 2 000 ლარია. 31 მაგისტრანტიდან ვინ მიიღებს გრანტს ეს ჯერ უცნობია.

”ბაკალავრიატში გრანტების საკითხი თავიდანვე გარკვეულია. თუმცა, პროფესიულ და სამაგისტრო პროგრამებზე ცოტა მოგვიანებით გაირკვევა. როგორც წესი, გრანტის მოპოვების საკითხი ცნობილი ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში ხდება ხოლმე. ამ ეტაპზე, ყველა საჭირო დოკუმენტაცია გრანტებთან დაკავშირებით უკვე გადავაგზავნეთ და პასუხებს ველოდებით”, - ამბობს რექტორის მოადგილე.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა წელს სავალდებულო აკრედიტაცია გაიარა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს 35 პროგრამა წარუდგინა, როგორც ბაკალავრიატის, ასევე, სამაგისტრო და პროფესიული პროგრამებიც. ნიკოლოზ ახალკაცის თქმით, ყველა პროგრამამ აკრედიტაცია წარმატებით გაიარა.

”თუმცა, მანამდე ჩვენ გავიარეთ ავტორიზაცია, რომელიც ფაქტობრივად, შენიშვნების გარეშე დარჩა. ხოლო პროგრამული აკრედიტაციისთვის მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რომლებსაც შემდგომში გავითვალისწინებთ, - ამბობს ნიკოლოზ ახალკაცი და ამატებს, რომ ყველა მოქმედი პროგრამა უკვე აკრედიტებულია: ასევე, დამატებით გავიარეთ აკრედიტაცია ორ პროგრამაზე, რომელიც ჯერ არ მოქმედებს. მომავალი წლიდან ვგეგმავთ საჯარო მოხელეებისა და ტურიზმის პროგრამების ამოქმედებას”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

15.09.2020 სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 ‘ზაფხულში ზარალი მივიღეთ, არც ზამთრის სეზონის იმედი გვაქვს’ - ბაკურიანის სასტუმროები

18.09.2020 დღეს ებრაული ახალი წელია - როშ ჰაშანა

17.09.2020 ქალების შესაძლებლობები მეკარტოფილეობაში - შეხვედრა ახალციხეში

17.09.2020 ვაშაძე: სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე კორუფციულ სქემაში მონაწილეობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის უნივერსიტეტში 432 ადგილი თავისუფალი დარჩა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ორმა სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ქართული ენის და აგრონომიის პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა
რომელ სპეციალობებზე აცხადებს სამაგისტრო მიღებას სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა
რამდენი სტუდენტი მიიღო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 1215 ადგილზე აცხადებს მიღებას