FM97.5 / LIVE

რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?

მთავარიეკონომიკა 23.07.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" 80 პროექტის განხორციელება იგეგმება. აქედან 32 პროექტი რიტუალების სახლს შეეხება.

რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?
2015 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის 20 ტერიტორიულ ორგანოში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 80 პროექტი განხორციელდება. აღნიშნული პროექტებისთვის ჯამში 545 017 ლარია გათვალისწინებული.

ტრადიციულად ყველაზე მეტი, 32 პროექტი რიტუალების სახლს შეეხება. ამ პროგრამის ფარგლებში ადიგენის სოფლებში დაგეგმილია რიტუალების სახლების რეაბილიტაცია, სამზარეულოს მოწყობა, სხვადასხვა ინვენტარის შეძენა და სახურავის შეცვლა.

რიტუალების სახლის შემდეგ ყველაზე მეტი პროექტი სასმელ და სარწყავ წყალს შეეხება. სასმელი წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად ადიგენის სოფლებში 18 პროექტი, სარწყავი წყლის სისტემისთვის კი 10 პროექტის განხორციელება იგეგმება.

ასევე, 7 პროექტი სოფლის გზების რეაბილიტაციას, 4 სასაფლაოს შემოღობვას, 3 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას, 2 სპორტული მოედნის მოწყობა, თითო–თითო კი პარკში ატრაქციონის მოწყობას, წყალსაქაჩს, სანიაღვრე არხსა და ელექტრო წისქვილის მოწყობას შეეხება.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული სამუშაოები უმეტეს სოფლებში უკვე დაწყებულია.

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რიტუალები და სასმელი წყალი – ბორჯომში ‘სოფლის მხარდაჭერა’ ახალ ეტაპზე გადადის
ასპინძაში ‘სოფლის მხარდაჭერის’ ფული ისევ  'ქელეხებისთვის' დაიხარჯება
ადიგენს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  562 524 ლარი ერგო
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტები არ შეცვლილა
ადიგენის სოფლებში განსახორციელებელი 17 პროექტი შეიცვალა
უცვლელი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები ასპინძაში [ინფოგრაფიკა]