FM97.5 / LIVE

არაკომერციული, მაგრამ კონტროლირებადი ახალციხის ტბა

მთავარიეკონომიკა, მოქალაქე ჟურნალისტები 22.07.2015
ახალციხის ხელოვნური ტბის რეაბილიტაციისთვის მერია მოგებაზე არაორიენტირებულ სამეწარმეო იურიდიულ ფორმას ირჩევს და თან მოგების მიღებას ელის.

არაკომერციული, მაგრამ კონტროლირებადი ახალციხის ტბა

გასართობი კომპლექსი ახალციხის ხელოვნური ტბა მერიამ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დაარეგისტრირა. კერძო სამართლის იურიდიულ პირზე, ან სხვა სახის მომგებიან ფორმაზე, მერიაში შეგნებულად თქვეს უარი. ამის მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ მაგალითად შპს–ს მერია ვერ გააკონტროლებს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (ააიპ) გაკონტოლება კი თავისუფლად შეუძლია.

„ააიპ-ი ყოველთვის მერიის კონტროლში იქნება იმიტომ, რომ სუბსიდიის სახით თანხას ჩვენ ვაძლევთ. სხვას რატომ უნდა მივცეთ თანხა, როდესაც შეგვიძლია ააიპ-ად დარეგისტრირება?“ – ამბობს ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე.

მისივე თქმით, შექმნილ ააიპ-ს მოგების პერსპექტივაც ექნება: „ააიპ-ი საკუთარ თავს შეინახავს, მოგება თუ გვექნება, უკეთესი, ჩვენც მაგის იმედი გვაქვს, რომ საკუთარ თავსაც შეინახავს და მოგებასაც ნახავს. შპს–ს კონტროლს ვერ შევძლებდით, ააიპ-ს კი მთლიანად ჩვენ გავაკონტროლებთ“.

გელა დემეტრაძე, რომლის გამგებლობის პერიოდშიც ხელოვნურ ტბას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ფიქრობს, რომ ააიპ–ს დაარეგისტრირებდა მერია თუ შპს–ს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა: „საერთოდ არ იყო არანაირი ორგანიზაციის შექმნა საჭირო. შესაძლებელი იყო მერიაში არსებული რომელიმე ორგანიზაციისთვის ჩაებარებინათ ტბა“.

მართალია ახალციხის მერიაში ტბისგან მოგებას ელიან, მაგრამ ადვოკატ იოსებ ხითარიშვილის განმარტებით, დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობა მოგებას არ ეფუძნება: „რაც შეეხება კერძო სამართლის იურიდიულ პირს, შპს–ს, პირდაპირ მიმართულია მოგებისკენ და მოგებას ერთჯერადი სახე არ უნდა ჰქონდეს“.

შეგახსენებთ, ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე ხელოვნური ტბა განახლებული სახით 2012 წლის 30 ივნისს, ახალციხელობის დღესასწაულზე გაიხსნა. კომპლექსის მოწყობა დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი დაჯდა. გაკეთდა ამფითეატრი, რომელიც დაახლოებით 400 კაცს იტევს და შადრევანი. ტბის გარშემო დაიგო ქვაფენილი და გაკეთდა ტბამდე მისასვლელი 550-მეტრიანი სამანქანო გზა. გახსნიდან ერთი წლის განმავლობაში, ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები იმართებოდა. გახსნისთანავე დაიწყო მუშაობა სცენის მოპირდაპირედ განლაგებულმა კაფეებმა ”ასტორიამ” და ”ფონტანამ”. თუმცა, ზაფხულის სეზონის დასრულებისთანავე, კაფე „ასტორიამ“ მუშაობა შეწყვიტა და მას მერე აღარც გახსნილა.

ახალციხის ტბა არც შემდეგი სეზონიდან „გამოცოცხლებულა“ და გახსნიდან სამი წლის შემდეგ, აქ არც შადრევნები მუშაობს, წყალიც დაბინძურდა და განათებაც გამოირთო.

მიმდინარე წლის აპრილში, ახალციხის მერიამ ფეისბუქის გვერდზე, „მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის მიზნით“ ვიდეომასალა გაავრცელა. მასალაში ახალციხის მერი იმ გეგმებზე საუბრობს, რაც მერიას ტბასთან მიმართებაში აქვს. მალევე, ახალციხის მერიამ მედიასთან განმარტა, რომ ტბის მოვლა–პატორნობისთვის ააიპ–ი უნდა ჩამოყალბდეს. ამ საკითხზე საკრებულოს სხდომაზე 25 მაისს იმსჯელეს კიდეც, თუმცა, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით ვერ მიიღეს.

„ის, რაც შეიძლება აკეთოს კერძო ბიზნესმა, არ შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ“, – ასეთი იყო უმცირესობის პოზიცია.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ტბა  სეზონის ბოლოს – დაპირებები და შედეგი
ახალციხის ხელოვნურ ტბაზე შადრევნები აღარ მუშაობს
ააიპ „ახალციხის ტბის“ შექმნას ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ
ტბა მხოლოდ ერთი სეზონისთვის
მერიამ ‘ახალციხის ტბა’ გაგა ღავთაძეს ჩააბარა
ახალციხის ტბა სეზონს ჩაბნელებული შეხვდა
შემცირებული სუბსიდია და გათავისუფლებული თანამშრომლები