FM97.5 / LIVE

ნინოწმინდის საბაჟოდან ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატის შემოტანა სცადეს

მთავარისამართალი 20.07.2015
საბაჟო გამშვებ პუნქტ "ნინოწმინდას" გზით სომხეთის მხრიდან შემოსულ რუსეთის მოქალაქეს 5 ამპულა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „ტრამადოლი“ აღმოუჩინეს.

ნინოწმინდის საბაჟოდან ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატის შემოტანა სცადეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, "ნინოწმინდის" საბაჟოზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი "ტრამადოლი" სომხეთის მხრიდან შემოსული რუსეთის მოქალაქე პ.ვ.-ის კუთვნილ ავტომანქანაში იყო დამალული. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოვლინდა 17-19 ივლისს საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“. კერძოდ, 17 ივლისს პუნქტის ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა გერმანიის მოქალაქე ვ.ე., რომლის ხელბარგის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა Tramadolhydrochlorid-ის შემცველი მედიკამენტი „ტრამალი“ (10 კაფსულა) აღმოაჩინეს. აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩნდა 18 ივლისს თურქეთის მხრიდან შემოსულ ირანის ორ მოქალაქესაც. კერძოდ, ე.ც.-ის ხელბარგში 10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი DIPHENOXYLATE, ხოლო ს.მ.-ის ხელბარგში ნარკოტიკული ნივთიერებისა (კოდეინის) და ფსიქოტროპული ნივთიერების (ფსევდოეფედრინის) შემცველი მედიკამენტები: ACETAMINOPHEN CODEINE - 5 აბი და COLDAX - 5 აბი აღმოაჩინეს. 17 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტის „სედალგინ ნეოს“ შემოტანა სცადა 19 ივლისს აზერბაიჯანის მოქალაქე ჰ.ჰ.-მ.

ყველა ეს საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

კარწახისა და ვალეს საბაჟოებიდან ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანა სცადეს
ვალეს 'საბაჟოდან' ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები შემოჰქონდათ
მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები „კარწახსა“ და „ვალეში“
'ვალეს' საბაჟოზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს
ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის შემთხვევა ვალეში
ვალეში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს
‘ვალეს’ საბაჟოს გზით ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატის შემოტანა სცადეს