FM97.5 / LIVE

ახალციხის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად 89.968 ლარი დაიხარჯება

მთავარისაზოგადოება 20.07.2015
ახალციხის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად ახალციხის მერია 89.968 ლარს დახარჯავს: 8–სართულიან კორპუსთან მოეწყობა სკვერი, კეთილმოეწყობა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, და დაიდგმება მგზავრთა მოსაცდელიც.

ახალციხის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიის  მოსაწყობად 89.968 ლარი დაიხარჯება

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „მშენებელი 2004“ შეასრულებს. შპს–მ სამუშაოები ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

კომპანიამ სამუშაოები უკვე დაიწყო, 8–სართულიან კორპუსთან 10 ჭადრის ხე გადაბელეს, 3 კი მოჭრეს. თამარაშვილის N2–ში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ ხეების მოჭრის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა კარგი იქნებოდა მათი გადაბელვა გაზაფხულზე მომხდარიყო.

„აგრონომი ვარ და ვიცი ახლა გადაბელვა არ შეიძლება, ეს ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომით უნდა მოხდეს, თუმცა ახლა არაფერი შეიცვლება. ჩემი რჩევა გაითვალისწინეს და ხეებს საღებავი წაუსვევს, ასე საფრთხე აღარ დაემუქრება. მოსახლეობა წინააღმდეგი არ არის, სინათლე შევიდა ოთახებში“, – ამბობს თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები როლანდ ხმალაძე.

შპს „მშენებელი 2004“ პროექტის ფარგლებში თამარაშვილის N2–ში მდებარე 8– სართულიანი კორპუსის წინ სკვერს მოაწყობს. სკვერში დაიდგმება ხის ფაჩანტური, ბაღის დეკორატიული სკამები და ნაგვის ურნები. 155 კვ.მ–ზე დაითესება გაზონი.

აღნიშნული კომპანია, სადგურის ტერიტორიაზე, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან დააგებს ასფალტს და მოაწყობს მგზავრთა მოსაცდელს.

ახალციხის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიის  მოსაწყობად 89.968 ლარი დაიხარჯება

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, 10 კორპუსის ფასადი შეიღებება
თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე ასფალტს ხელახლა დააგებენ
ახალციხეში ხეების გადაბელვა მიმდინარეობს
თამარაშვილის ქუჩაზე ათი კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყო
უდეში სკვერის რეაბილიტაცია იწყება
თამარაშვილის ქუჩაზე ორ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო