სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის ქუჩებს არაოფიციალური ნაგავსაყრელებისგან წმენდენ

მთავარისაზოგადოება 20.07.2015
დღეს, 20 ივლისს, დილიდან, შპს „კეთილმოწყობის“ თანამშრომლები, მძიმე ტექნიკით ახალციხის ქუჩებზე არსებულ არაოფიციალურ ნაგავსაყრელებს წმენდენ.

ახალციხის ქუჩებს არაოფიციალური ნაგავსაყრელებისგან წმენდენ

ამ წუთებში შპს „კეთილმოწყობის“ თანამშრომლები, ივანე ახალციხელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ. საყოფაცხოვრებო ნარჩენები თანამშრომლებმა ჯერ პოლიეთილენის პარკებში მოაგროვეს, შემდეგ კი ტრაქტორით ტერიტორიაზე ორმო ამოთხარეს დარჩენილი ნარჩენები დაფლეს.

„კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ლონდარიძე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ ნაგავი აღარ დაყარონ. აღნიშნულ ქუჩაზე დაემატა დასუფთავების ერთი მანქანაც. მანქანა ახალციხელის ქუჩაზე კვირაში ორჯერ ივლის.

„ამ ქუჩაზე ნაგვის ურნებს ვერ დავდგამთ, რადგან გზა არ ვარგა, წვიმის დროს გაუვალია და ნაგავმზიდი ვერ შემოვა“ , – ამბობს გიორგი ლონდარიძე.

დღესვე დაასუფთავეს მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია და კიბეები, რომლითაც სკოლის მოსწავლეები და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა სარგებლობს. კიბეები წყლის ჭავლით ჩარეცხეს. გაითიბა მიმდებარე ტერიტორიაც.

შპს „კეთილმოწყობის“ თანამშრომლებმა ქალაქში არსებული ნაგავსაყრელების გაწმენდა, მას შემდეგ დაიწყეს, რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ აღნიშნულთან დაკავშირებით მასალა გამოაქვეყნა. თუმცა ლონდარიძე ამბობს, რომ აღნიშნულ ქუჩების დასუფთავება დაგეგმილი ჰქონდათ და სტატია არაფერ შუაშია.

ამ დრომდე რჩება ნაგავი, გამრეკელის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლასთან. „დასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლები აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავებას ამ ეტაპზე არ აპირებენ.

„ეს კერძო ტერიტორიაა და ჩვენ ვერ შევალთ ნებართვის გარეშე. თუ მოგვმართავენ, ჩვენი ტექნიკით დავეხმარებით“, – ამბობს გიორგი ლონდარიძე.

გამრეკელის ქუჩაზე არსებული სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯერი ნელი მაღრაძე კი აცხადებს, რომ შპს „კეთილმოწყობის“ ყოფილ უფროსს გიორგი ბალიაშვილს არაერთხელ სთხოვა დახმარება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბალიაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე გასულ კვირას, 14 ივლისს დატოვა.

ახალციხის ქუჩებს არაოფიციალური ნაგავსაყრელებისგან წმენდენ

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

'კეთილმოწყობა' ახალციხის ქუჩებს ასუფთავებს [Photo]
'კეთილმოწყობამ' ზარზმელის ქუჩა დაასუფთავა
ნარჩენებით სავსე ახალციხის გარეუბნები და შეწუხებული მოსახლეობა
დასუფთავების აქცია ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში
გრიგოლ ხანძთელზე სარდაფში სეტყვა ამ დრომდე რჩება
ერთ კვირაზე მეტია,  ივანე ახალციხელის ქუჩა  ჩაბნელებულია
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები წვიმაში აღარ დასველდებიან