FM97.5 / LIVE

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 20.07.2015
დღეს, 20 ივლისს აბიტურიენტები სამოქალაქო განათლების, პეადოგეგები კი გეოგრაფიის, ქართულის, ისტორიის და მათემატიკის გამოცდას აბარებენ.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები მიმდინარეობს. საქართველოს ყველა საგამოცდო ცენტრში პირველი სესიისთვის რეგისტრაცია 08:00 საათზე, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყო.

აბიტურიენტები დღეს გამოცდას სამოქალაქო განათლებაში აბარებენ. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 13 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 13–ვე გამოცხადდა.

რაც შეეხება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდას, პედაგოგები დღეს გეოგრაფიის, ქართულის, ისტორიის და მათემატიკის გამოცდას აბარებენ. ახალციხის საგმოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 198 მასწავლებლიდან გამოცდაზე 74 არ გამოცხადდა.

მეორე სესიაზე გამოცდას ის სტუდენტები ჩააბარებენ, რომლებსაც გრანტის გაუმჯობესება სურთ.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. ახალციხეში, ისევე, როგორც ყველა საგამოცდო ცენტრთან, მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

ახალციხის საგამოცდო ცენტრთან, ხალხმრავლობის გამო, რუსთაველის ქუჩიდან ახალციხის ცენტრალური პარკისკენ ( და პირიქით) სამანქანო გზა გადაკეტილია. მოძრაობა შეფერხებული გამოცდების დასრულებამდე დარჩება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


29.09.2020 საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს

29.09.2020 ‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო]

29.09.2020 სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში აბარებენ
ახალციხეში ზოგადი უნარების გამოცდაზე 20 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
გეოგრაფიის გამოცდაზე 11 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
საგამოცდო ცენტრებში უცხო ენის გამოცდა მიმდინარეობს
ახალციხეში მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდიდან ერთი პედაგოგი მოხსნეს
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო
საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 77 მაგისტრანტობის მსურველიდან 7 არ გამოცხადდა