FM97.5 / LIVE

ვარძიაში ორი ახალი იარუსი და ათი ახალი ქვაბული აღმოაჩინეს

მთავარისაზოგადოება 20.07.2015
ვარძიაში ფართომასშტაბიანი კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიური კვლევის პირველივე ეტაპზე, ორი ახალი იარუსი და მასში განთავსებული 10 ახალი ქვაბული გამოვლინდა.

ვარძიაში ორი ახალი იარუსი და ათი ახალი ქვაბული აღმოაჩინეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ვარძიის გადარჩენისა და განვითარების ხუთწლიანი სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად განახლდა ვარძიის ფართომასშტაბიანი კვლევითი სამუშაოები. მიმდინარე წელს, არქეოლოგიური კვლევის პირველივე ეტაპზე, ორი ახალი იარუსი და მასში განთავსებული 10 ახალი ქვაბული გამოვლინდა.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ გამოკვეთილი ქვაბულებიდან ორი დარბაზული ტიპისაა, რომლებიც საცხოვრებელ და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდნენ. ერთ-ერთში უძველესი თონის ნაშთებიც იკვეთება. ასევე ფიქსირდება უძველესი სათავსოები და ქვევრები, სადაც ერთი ათეული საუკუნის წინ ღვინოს და მარცვლეულ კულტურას ინახავდნენ.

სამრეკლოს მიმდებარედ დაწყებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს გამოვლენილი ქვაბულის კვლევისას აღმოჩენილია მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკის ჭურჭელი - ფიალა, ქოთანი, სარქველები, რკინის შუბის პირი და გოძალი, რომელსაც არქეოლოგები XIII-XIV საუკუნით ათარიღებენ.

ვარძიაში დაწყებული კომპლექსური კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოები საფუძვლად დაედება ვარძიის მენეჯმენტ გეგმის მომზადებას და ძეგლის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში სრულფასოვან წარდგენას.

ვარძიის გადარჩენისა და განვითარებისთვის პროგრამა მასშტაბური და მრავალკომპონენტიანი პროექტია, რომელიც კლდის და კედლის მხატვრობის სტრუქტურის კვლევისა და კონსერვაციის გარდა, ძეგლის არქეოლოგიურ კვლევას და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

სამინისტროს ინფორმაციით, ვარძია არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. პროგრამას ხელმძღვანელობს კლდის კვლევის, გამაგრებისა და კონსერვაციის მიმართულებით კლაუდიო მარგოტინი, კედლის მხატვრობის კვლევისა და კონსერვაციის მიმართულებით - დევიდა პარკი (ინგლისის კურტოს უნივერსიტეტი და ნანა კუპრაშვილი - სამხატვრო აკადემია), არქეოლოგი შოთა ირემაშვილი, ილიას უნივერსიტეტი და კომპანია „არქიტექსი“.

ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი 1939 წელს შეიქმნა, იმ დროიდან კომპლექსის კვლევას სხვადასხვა პერიოდში, კოტე მელითაური და გივი გაფრინდაშვილი ახორციელებდნენ, რომლებმაც ვარძიის შესწავლას მრავალი სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნეს.

[sknews.ge]


16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

16.09.2019 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო

16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.09.2019 კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]

17.09.2019 სამი გოჭი და კეთილი მგელი – თოჯინების თეატრში ახალი სეზონი იწყება

17.09.2019 საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა დაბალია - NDI

17.09.2019 მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა – NDI

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვარძიაში საცხოვრებელი დანიშნულების გამოქვაბულები აღმოაჩინეს
პრემიერმა ვარძიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
კულტურის სამინისტრო ვარძიის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობას იწყებს
ვარძიის ტაძრის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს
მიხეილ გიორგაძე და მარიამ ჯაში დღეს ვარძიას მოინახულებენ
ვარძიაში ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან
ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა