FM97.5 / LIVE

ახალციხეში „ივლიტას ბიბლიოთეკისთვის“ წიგნებს აგროვებენ

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 16.07.2015
ახალციხის მერია „ივლიტას ბიბლოთეკისთვის“ წიგნებს აგროვებს. მერიის ამ წამოწყებაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ახალციხეში „ივლიტას ბიბლიოთეკისთვის“ წიგნებს აგროვებენ

ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა, მის მშობლიურ რაიონში 19 ივლისს, ივლიტას დაბადების დღეს გაიხსნება. ბიბლიოთეკის გახსნის ინიციატორები არიან მედიასახლი „გურიანიუსი“ და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.

გოგონა ერთ–ერთია მათ შორის, ვინც თბილისში, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაიღუპა.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ამ დროისთვის მოქალაქეთა აქტიურობა არ შეინიშნება. ბიბლიოთეკისთვის გადასაცემი წიგნები მხოლოდ მერმა და თანამშრომლებმა შეიძინეს.

წიგნები ეტაპობრივად გაიგზავნება და მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიიტანონ ახალციხის მერიაში. წიგნების ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს.

გარდა წიგნებისა მსურველებს შეუძლიათ ბიბლიოთეკისთვის თანხის გადარიცხვაც “გურია ნიუსის“ საქველმოქმედო საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22; საბანკო ანგარიში – GE02BG0000000125488801.

ბიბლიოთეკისთვის ფართი ”გურია ნიუსის” ოფისში გამოიყო. შენობის ნაწილი მოხალისეებმა გაარემონტეს.

ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკისთვის წიგნები უკვე შეიძინეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა. ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს გამომცემლობებმა და კერძო პირებმა.

ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკაში მკითხველებს უახლესი ლიტერატურის გაცნობის, ინტერნეტის შეუზღუდავი წვდომისა და სხვადასხვა სახის შეხვედრების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ.

[ნანა მიქელაძე, თეონა თაბუნიძე, ახალციხე]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის სომხურ სკოლას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნები გადასცა
 გამგეობის საჩუქარი ბიბლიოთეკებს
ირაკლი ღარიბაშვილი: ‘ბავშვებს არ უყვართ ძველი გამოცემის წიგნები’
აწყურის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეემატება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფილიალი გაიხსნება
ახალციხის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეემატა
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სოფელ საყუნეთს წიგნები გადასცა