FM97.5 / LIVE

ასპინძაში ‘სოფლის მხარდაჭერის’ ფული ისევ 'ქელეხებისთვის' დაიხარჯება

მთავარიეკონომიკა 16.07.2015
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ასპინძის მუნიციპალიტეტში წელს 29 პროექტი განხორციელდება და აქედან, 7 პროექტი რიტუალების სახლს შეეხება. 7 პროექტი შეეხო რიტუალების სახლს გასულ, 2014 წელსაც.

ასპინძაში ‘სოფლის მხარდაჭერის’ ფული ისევ  'ქელეხებისთვის' დაიხარჯება

ასპინძის მუნიციპალიტეტი ამ პროგრამიდან წელს 277.200 ლარს იღებს. ამ თანხით, 11 ადმინისტრაციულ ორგანოში, 23 სოფელში, 29 პროექტი განხორციელდება. 23 სოფლიდან 6–ში რიტუალების სახლის მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას გეგმავენ. ჯამში რიტუალების სახლებისთვის 7 პროექტი განხორციელდება.

ასპინძაში ‘სოფლის მხარდაჭერის’ ფული ისევ  'ქელეხებისთვის' დაიხარჯება მეორე და მესამე ადგილზე სასმელი წყლის ქსელისა და შიდა გზების რეაბილიტაციაა. ორივე მიმართულებით 5–5– პროექტი განხორციელდება. გარე განათებას დაამონტაჟებენ 3 სოფელში. 2– 2– პროექტი შეეხება სარწყავი არხის რეაბილიტაციასა და ხიდის შეკეთებას.

თითო–თითო პროექტი განხორციელდება სოფლის მთავარი ქუჩის საერთო ღობის მოსაწყობად, სასაფლაოს შემოსაღობად, სასაფლაოზე წყლის მისაყვანად, სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის და სადგომი კონსტრუქციის მოსაწყობად.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. საპროექტო სამუშაოებისთვის თანხა 8.106 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოები ორ კვირაში დაიწყება. კომპანიებს ტენდერის გარეშე შეარჩევენ.

ასპინძაში ‘სოფლის მხარდაჭერის’ ფული ისევ  'ქელეხებისთვის' დაიხარჯება „ახლა მიმდინარეობს პროექტების გადანაწილება. 5-6 კომპანია უკვე დაინტერესებულია, რომ სამუშაოები დაიწყოს. სავარაუდოდ ყველა პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება“,- ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ანზორ ალელიშვილი.

გასულ, 2014 წელს, ისევე როგორც წელს, რიტუალების სახლს 7 პროექტი შეეხო. თუმცა, ამ მაჩვენებლით რიტუალების სახლი შარშან მეორე ადგილზე იყო. 2014 წელს განხორციელებული 34 პროექტიდან, 9 სასმელ წყალს ეხებოდა, 7 რიტუალების სახლს, 6 –შიდა გზებს, 2 –გარე განათებას და თითო სხვადასხვა პროექტებს.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2020 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

25.05.2020 უხვი ნალექის გამო ნინოწმინდის სოფლებში ნათესები დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]

25.05.2020 ახალქალაქში ხემ მანქანა და გარე განათების ხაზი დააზიანა

25.05.2020 სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლთან ერთად აღევლინება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რიტუალები და სასმელი წყალი – ბორჯომში ‘სოფლის მხარდაჭერა’ ახალ ეტაპზე გადადის
რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?
უცვლელი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები ასპინძაში [ინფოგრაფიკა]
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტები არ შეცვლილა
წყალი, გზა, სასაფლაოს შემოღობვა, სკვერი და ‘ბირჟა’– მთავარი პრობლემები სოფლებში
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' რიტუალების სახლს გასცდა