FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

მთავარიეკონომიკა 10.07.2015
ქალაქ ახალციხის მერიის წარმომადგენლებმა ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

ახალციხის მერია ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

რაბათის უბანში, გოგებაშვილის ქუჩაზე, გზის საფარის მოასფალტების წინა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გოგებაშვილის ქუჩაზე ცენტრალური გზა და მიმდებარე ჩიხები უნდა მოასფალტდეს.

მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, თაყაიშვილისა და მიქუტიშვილის (სანაპირო) ქუჩებზე. სამივე ქუჩაზე სანიაღვრე არხი და ასფალტო-ბეტონის (5+3სმ) საფარი მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „მესხეთავტოგზა“ ახორციელებს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, თავდაპირველად, ქალაქ ახალციხეში გზების რეაბილიტაციისთვის ოთხი პროექტი დააფინანსა. ჯამში ამ პროექტებისთვის 1 433 010 ლარი იხარჯება.

გოგებაშვილისა და ყაზბეგის ქუჩებზე ასფალტ–ბეტონის საფარის დაგებისთვის, სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების მოწყობისთვის 268 800 ლარი დაიხარჯება. გურამიშვილის, ათონელისა და ხმალაძის ქუჩებზე დაიგება ასფალტი და მოეწყობა სანიაღვრე არხები,389 540 ლარად. რაც შეეხება მებაღიშვილის, ანდრია პირველწოდებულისა და თაყაიშვილის ქუჩებს, მათი რეაბილიტაციისთვის 374 880 ლარი დაიხარჯება. ივანე ახალციხელის ქუჩაზე ასფალტის დაგებისთვის, სანიაღვრე არხებისა და კოლექტორის მოსაწყობად კი 399 790 ლარია გათვალისწინებული.

მოგვიანებით, სამინისტრომ ახალციხეში გზების რეაბილიტაციის კიდევ ერთი პროექტი დაუფინანსა. ეგრეთ წოდებული აბის დასახლებაში ქუთაისის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 146 ათასი ლარი გამოიყო.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ახალციხეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ოთხი პროექტი უკვე დაუფინანსა
რა გაკეთდა ახალციხეში „რეგიონული ფონდის“ დაფინანსებით
ახალციხის რვა ქუჩაზე გზა წესრიგდება
ახალციხეში ქუთაისის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება
ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტები ჯერ არ დაწყებულა
დაბა ასპინძაში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხეში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს