FM97.5 / LIVE

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 77 მაგისტრანტობის მსურველიდან 7 არ გამოცხადდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 09.07.2015
დღეს, 9 ივლისს, საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. ახალციხის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 77 მაგისტრანტობის მსურველიდან გამოცდაზე 7 არ გამოცხადდა.

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 77 მაგისტრანტობის მსურველიდან 7 არ გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, საგამოცდო ცენტრებში საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. მაგისტრანტების მსურველებისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყო.

ახალციხის საგამოცდო ცენტრში სულ 77 მაგისტრანტობის მსურველია დარეგისტრირებული, აქედან დღევანდელ გამოცდაზე 7 არ გამოცხადდა. საგამოცდო ცენტრის მენეჯერის თქმით, გამოცდამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

მაგისტრანტობის კანდიდატები გამოცდას ორ ნაწილში, წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში აბარებენ. ტესტი შედგება ოთხი ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

სახელმწიფო დაფინანსების განაწილება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით ხდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებისათვის აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა.
სპეციალობის გამოცდას კანდიდატები უშუალოდ სასწავლებლებში ჩააბარებენ.

2015 წლიდან მაგისტრანტობის კანდიდატები მიმართულებების მიხედვით ირჩევენ სამი სხვადასხვა A,B და C ტიპის ტესტიდან ერთ-ერთს.
საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის წელს 12500-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.

საერთო სამაგისტრო გამოცდები 17 ივლისს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ გამოცდები ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის შენობაში მიმდინარეობს. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 11 დიდ ქალაქში 19 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ახალციხეში, ისევე, როგორც ყველა საგამოცდო ცენტრთან, მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
ახალციხის საგამოცდო ცენტრთან, ხალხმრავლობის გამო, რუსთაველის ქუჩიდან ახალციხის ცენტრალური პარკისკენ ( და პირიქით) სამანქანო გზა გადაკეტილია. მოძრაობა შეფერხებული გამოცდების დასრულებამდე დარჩება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სამაგისტრო გამოცდაზე 55 აპლიკანტი გავიდა
ახალციხეში სამაგისტრო გამოცდაზე 55 აპლიკანტი გამოცხადდა
9 ივლისიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყება
საგამოცდო ცენტრებში უცხო ენის გამოცდა მიმდინარეობს
ახალციხეში ზოგადი უნარების გამოცდაზე 20 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო
აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში აბარებენ