FM97.5 / LIVE

ახალციხის რამდენიმე ბაღში წყალი სასმელად უვარგისია

მთავარისამართალი » შემთხვევა 09.07.2015
ქალაქ ახალციხის მე–5 ბაგა-ბაღისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების, აგარის, აწყურისა და მუსხის ბაგა–ბაღებში წყლის ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა. შემოწმებულ წყალში დარღვევები გამოვლინდა.

ახალციხის რამდენიმე ბაღში წყალი სასმელად უვარგისია

ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა, ახალციხის მეხუთე ბაგა–ბაღისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების აგარის, აწყურისა და მუსხის ბაგა–ბაღების აღსაზრდელების მშობლების მოთხოვნით, დაწესებულებებში სასმელი წყლის ნიმუშები აიღეს.

„მეხუთე ბაღში ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, მასში გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევა, რის შესახებაც ეცნობა ახალციხის მუნიციპალიტეტს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ბაღის ადმინისტრაციას. ერთი კვირის შემდეგ, ბაღის ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე, ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა განმეორებით აიღეს წყლის ნიმუში რეაბილიტირებული სისტემიდან. განმეორებითი ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა აღარ გამოვლენილა", – ნათქვამია ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის განცხადებაში.

ამავე დაწესებულების ინფორმაციით, ცენტრის თანამშრომლებმა 2015 წლის 11 ივნისს აიღეს ონკანის წყლის ნიმუში აგარის საბავშვო ბაღიდან და ჭის წყლის ნიმუში აწყურის საბავშვო ბაღიდან, ხოლო 15 ივნისს ონკანის წყლის ნიმუში მუსხის საბავშვო ბაღიდან.

როგორც ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრში განმარტავენ, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, ორივე ნიმუშის მიკრობიოლოგიური პარამეტრები ნორმაში აღმოჩნდა, თუმცა, აგარის საბავშვო ბაღიდან აღებული ნიმუშის ნიტრიტების მაჩვენებელი (0,3) მცირედ აღემატება დაშვებულს (<0,2), ხოლო სოფელ მუსხის საბავშვო ბაღის წყალში აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები.

"დარღვევების შესახებ ცენტრმა აცნობა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოს, შესაბიმისი ბაღების ადმინისტრაციებსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას", – განმარტავენ მომხმარებელთა დახმარების ცენტრში.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა ახალციხის პირველ საბავშვო ბაღში ხორცი შეამოწმა
ახალციხისა და ადიგენის რამდენიმე სოფელსა და ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე წყალი სასმელად უვარგისია
ვარგისია თუ არა სასმელი წყალი ახალციხეში [Video]
ახალციხეში წყაროს წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა
ახალციხეში წყაროს წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების არსებობა დადასტურდა
სეს: საზამთროში ნიტრატების მაჩვენებელი მაღალი არ არის
ახალციხის რამდენიმე მაღაზიაში საკვებად უვარგისი ხინკალი და პელმენი იყიდება