FM97.5 / LIVE

საგამოცდო ცენტრებში უცხო ენის გამოცდა მიმდინარეობს

მთავარისაზოგადოება » განათლება 09.07.2015
საქართველოს 19 საგამოცდო ცენტრში უცხო ენის გამოცდა მიმდინარეობს. აბიტურიენტები დღეს ინგლისური და გერმანული ენის გამოცდას აბარებენ.

საგამოცდო ცენტრებში უცხო ენის გამოცდა მიმდინარეობს
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტებისთვის დღეს გამოცდა მხოლოდ ერთი სესიად ჩატარდება.

9 ივლისს ახალციხის საგამოცდო ცენტრში ინგლისურისა და გერმანული ენის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 258 აბიტურიენტიდან 1 არ გამოცხადდა. ხვალ აბიტურიენტები გამოცდას რუსულ და ფრანგულ ენებში ჩააბარებენ.

მეორე სესიაზე გამოცდას მაგისტრანტობის მსურველები ჩააბარებენ. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის ახალციხის საგამოცდო ცენტრში 76 მსურველია დარეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ გამოცდები ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის შენობაში მიმდინარეობს. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 11 დიდ ქალაქში 19 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ახალციხეში, ისევე, როგორც ყველა საგამოცდო ცენტრთან, მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

ახალციხის საგამოცდო ცენტრთან, ხალხმრავლობის გამო, რუსთაველის ქუჩიდან ახალციხის ცენტრალური პარკისკენ ( და პირიქით) სამანქანო გზა გადაკეტილია. მოძრაობა შეფერხებული გამოცდების დასრულებამდე დარჩება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 000 - მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს

29.09.2020 ‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო]

29.09.2020 სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში აბარებენ
ახალციხეში ზოგადი უნარების გამოცდაზე 20 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
გეოგრაფიის გამოცდაზე 11 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 77 მაგისტრანტობის მსურველიდან 7 არ გამოცხადდა
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა
ისტორიის გამოცდაზე 9 აბიტურიენტი არ გამოცხადდა