FM97.5 / LIVE

ახალციხეში ზოგადი უნარების გამოცდაზე 20 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 06.07.2015
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტები დღეს გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ. ახალციხის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 269 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 20 არ გამოცხადდა.

ახალციხეში ზოგადი უნარების გამოცდაზე 20 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ზოგადი უნარების გამოცდისთვის რეგიტრაცია 08:00 საათზე, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყო. ახალციხის საგამოცდო ცენტრში განმარტავენ, რომ ზოგადი უნარების გამოცდის პირველ სესიაზე 269 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, აქედან გამოცდაზე 20 არ გამოცხადდა.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის გელა ინასარიძის თქმით, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დრომდე არანაირი შეფერხება არ ყოფილა. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გამოცდები ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის შენობაში მიმდინარეობს. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 11 დიდ ქალაქში 19 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ახალციხეში, ისევე, როგორც ყველა საგამოცდო ცენტრთან, მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

ახალციხის საგამოცდო ცენტრთან, ხალხმრავლობის გამო, რუსთაველის ქუჩიდან ახალციხის ცენტრალური პარკისკენ ( და პირიქით) სამანქანო გზა გადაკეტილია. მოძრაობა შეფერხებული გამოცდების დასრულებამდე დარჩება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 000 - მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

გეოგრაფიის გამოცდაზე 11 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში აბარებენ
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
საგამოცდო ცენტრებში უცხო ენის გამოცდა მიმდინარეობს
ისტორიის გამოცდაზე 9 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ
საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 77 მაგისტრანტობის მსურველიდან 7 არ გამოცხადდა