FM97.5 / LIVE

დღეს დილიდან ახალციხის ავტოსადგური გაფიცულია

მთავარისაზოგადოება, შემთხვევა 04.07.2015
დღეს, 4 ივლისს, დილიდან, ახალციხეში ცენტრალური ავტოსადგურის თანამშრომლები გაიფიცნენ და არცერთი საქალაქთაშორისო ტრანსპორტი სადგურში არ მიიღეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

დღეს დილიდან ახალციხის ავტოსადგური  გაფიცულია
ასე გამოიყურება დღეს დილიდან ახალციხის ავტოსადგური

ახალციხის ავტოსადგური დღეს დილიდან ცარიელია, არცერთი მიკროავტობუსი და ავტობუსი სადგურის ტერიტორიაზე არ შედის. ის მძღოლები, რომლებიც თავიანთ მარშრუტზე მოძრაობენ, მგზავრების შესავსებად სადგურის მოშორებით, ქუჩაში დგანან. ქუჩაშივე ჩერდება სხვა ქალაქებიდან ჩამოსული სამგზავრო ტრანსპორტიც.

ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად, დილიდან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ახალციხის ავტოსადგურში გაფიცვას არასწორი კონკურენციით ხსნიან და ამბობენ, რომ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. ავტოსადგურის ადმინისტრაცია გვიხსნის, რომ მას შემდეგ, რაც ახალციხეში, კერძოდ, რაბათის უბნის შესასვლელში, მეორე ავტოსადგური, შპს „პროფესიონალი“ გაიხსნა, ცენტრალური ავტოსადგური ფაქტობრივად ვეღარ მუშაობს.

„მეორე ავტოსადგური არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, არ აქვთ მგზავრების მოსასვენებელი პუნქტი, არ ჰყათ ექიმი, „რეისები" სრულდება „საპარიკმახეროდან“, – ამბობს ახალციხის ავტოსადგურის დირექტორი სლავა ჩიხლაძე.

დღეს დილიდან ახალციხის ავტოსადგური  გაფიცულია სწორედ ამ მახასიათებლების გამო უწოდებენ კონკურენციას არასწორს ცენტრალური ავტოსადგურის თანამშრომლები და ის მძღოლები, რომლებიც ამ სადგურში ჩერდებიან.

გარდა ამისა, მძღოლები ამბობენ, რომ მეორე სადგურისთვის რეალური კონკურენცია რომ გაეწიათ, მგზავრობა გააიაფეს.

„ახლა ახალციხის ცენტრალური ავტოსადგურიდან „რეისი“ სრულდება 6 ლარად, იქიდან 8 ლარად. ამის გამო მიღებული შემოსავალი არაფერში გვყოფნის“, – ამბობენ მძღოლები.

„მაგალითად, ბანკების ვალი მაქვს, რითი გადავიხადო“, – გვეუბნება ერთ–ერთი მძღოლი გია კაპანაძე.

მიუხედავად სადგურის პროტესტისა, მარშრუტები არ ჩაშლილა.

„90 მძღოლი მყავს და მათგან გაფიცული არცერთია, ოღონდ სადგური არ ღებულობს მათ“, – ამბობს შპს „ჯეოტივის“ ხელმძღვანელი ნუგზარ მამუკაშვილი.

მომხდარის შესახებ საქმის კურსშია ახალციხის მერია. დილიდან ავტოსადგურში იმყოფებიან ახალციხის მერიის თანამშრომლები, მათ შორის, მერის მოადგილე ზაზა გელაძე და ახალციხის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროსი გელვასი გელაძე.

მერის მოადგილე ზაზა გელაძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მეორე სადგური გაიხსნა, მერიამ საგზაო დეპარტამენტს ოფიციალური წერილი გაუგზავნა. როგორც ურბანული მოწყობის და საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროსი გელვასი გელაძე ამატებს, მათ გაზომეს მეორე სადურის ტერიტორია და წერილში ეს მონაცემებიც მიუთითეს.

„საგზაო დეპარტამენტიდან მივიღეთ პასუხი, რომ შპს „პროფესიონალი“ აკმაყოფილებს მეოთხე სტანდარტს“, – გვეუბნება ზაზა გელაძე და ამატებს, რომ მძღოლებს აქვთ ისეთი ხასიათის პრობლემა, რაშიც მერია ვერ ჩაერევა, – „ცენტრალური სადგურის მძღოლებს „რეისების“ შესრლებაზე აქვთ პრობლემა, ისინი რომ გადიან,მეორე სადგურიდან უკვე გასულები არიან და მგზავრებს ართმევენ. აი ამაში მე რა გავაკეთო, როგორ შემიძლია დავარეგულირო“.

გელვასი გელაძის თქმით, დეპარტამენტიდან მიღებულ წერილში ასევე ნათქვამი იყო, რომ თუ კიდევ რაიმე კითხვები არსებობს, მერიამ სამართალდამცავებს უნდა მიმართოს.

როგორ გაგრძელდება ვითარება, ამ ეტაპზე უცნობია. სლავა ჩიხლაძე ფიქრობს, რომ შპს „პროფესიონალს“ ვიღაც მფარველობს: „მეორე სადგურს რომ ვინმე არ „კრიშავდეს“ და ეს ვიღაცას არ აწყობდეს, ამ პირობებში არ შეიძლება მას მუშაობის უფლება ჰქონდეს“.

ნუგზარ მამუკაშვილი კი ამბობს, რომ თუ ვითარება თუ არ შეიცვლება, არ არის გამორიცხული მისი მძღოლებიც გაიფიცნონ.

ამ დრომდე ადგილზე რჩება და თემაზე მუშაობას აგრძელებს „სამხრეთის კარიბჭე“.

[თამუნა უჩიძე,ახალციხე]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

შპს „პროფესიონალი“: ‘ცენტრალურმა ავტოსადგურმა თავის პირობებს გადახედოს’
შპს ‘ჯეოტივი’: მეორე სადგურს მფარველი რომ არ ჰყავდეს, ვერ იმუშავებდა
ახალციხის ავტოსადგურმა გაფიცვა შეწყვიტა
სამგზავრო გადაყვანების სააგენტო: „კანონი ისეთი ლიბერალურია, სადგურის მოწყობას მფარველი არ სჭირდება“
ავტოსადგური თუ ავტოსადგომი – რა შენდება ყოფილი ღვინის  ქარხნის ტერიტორიაზე
რამდენად არის ახალციხეში რამდენიმე ავტოსადგურის საჭიროება [Video]
ახალციხიდან თბილისის მიმართულებით ”რეისები” არ ჩაშლილა