FM97.5 / LIVE

მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში გამარჯვება აწყურის გუნდს ერგო

მთავარისაზოგადოება 03.07.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობისთვის, ტერიტორიული ორგანოების გუნდებს შორის, ფეხბურთის ჩემპიონატი დასრულდა. გამარჯვება აწყურის გუნდმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები კი წნისისა და მინაძის გუნდებმა გაინაწილეს.

მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში გამარჯვება აწყურის გუნდს ერგო

დღეს, 3 ივლისს, აწყურის ცენტრალურ სტადიონზე, ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფინალური და ნახევარ ფინალური შეხვედრები გაიმართა.

პირველობისათვის ერთმანეთს აწყურისა და წნისის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელიც კვლავ ფრედ დასრულდა, თამაშის ბედი პენალტებმა გადაწყვიტა. გამარჯვებული აწყურის გუნდი გახდა, ანგარიშით 7:6.

მესამე ადგილისათვის აგარისა და მინაძის გუნდები დაუპირისპირდნენ. ანგარიშით 2:1 გამარჯვება მინაძის გუნდმა მოიპოვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს პირველმა პირებმა, გამარჯვებულ გუნდებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს.

პირველი და მეორე ადგილის მფლობელი გუნდები თასებითა და სიგელებით, ხოლო მოთამაშეები სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. მესამე ადგილის მფლობელ გუნდს თასი და სიგელი, მოთამაშეებს კი, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გელა მაისურაძემ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინეს:
საუკეთესო თავდამსხმელი-იმედა დავითიანი, მინაძის გუნდიდან.
საუკეთეოს მცველი - გივი მურადაშვილი, აწყურის გუნდიდან.
ბომბარდირი - ზურა ბარძიმაძე, აწყურის გუნდიდან.
საუკეთესო მწვრთვნელი - დათო გოგოლაძე, წნისის გუნდიდან.
საუკეთსო მაყურებელი - ნუგზარ ბარძიმაძე, აწყურის მკვიდრი.
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი - თორნიკე რუსიშვილი, მინაძის გუნდიდან.
საუკეთესო მეკარე - ემზარ გოხაძე, აწყურის გუნდიდან.
ჩემპიონატის ორგანიზატორი - მაია სხირტლაძე.

ნომინაციებში გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ, საკუთარი სახსრებით პირველი და მეორე ადგილის მფლობელი გუნდები 100-100 ლარით, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილის მფლობელი გუნდები კი 50 და 60 ლარით დაასაჩუქრა.
შეგახსენებთ , რომ ჩემპიონატი 29 ივნისს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით დაიწყო, რომელშიც ტერიტორიული ორგანოების გუნდებთან ერთად მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა გუნდიც მონაწილეობდა.

[sknews.ge]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში სვირის გუნდს ერგო
ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობისთვის, აწყურის და მუგარეთის გუნდები იბრძოლებენ
ფეხბურთის ტურნირში პირველობა აწყურის გუნდმა მოიპოვა
ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა ახალციხის გუნდმა მოიპოვა
რეგიონული ტურნირი მინი ფეხბურთში
მინი ფეხბურთის ჩემპიონატში გამარჯვება "დელტამ" მოიპოვა
მინი ფეხბურთში ტურნირი ‘ევროპის თასი’ დასრულდა