FM97.5 / LIVE

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა

მთავარიგანათლება, მოქალაქე ჟურნალისტები 03.07.2015
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. ჯამში 1004 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 20 არ გამოცხადდა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი საგნის, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ორი დღის განმავლობაში, დღეში ორ სესიად მიმდინარეობდა. პირველ დღეს, ორივე სესიაზე, 255–255 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 2–2 არ გამოცხადდა, მეორე დღეს პირველ სესიაზე 254–დან 14 არ გამოცხადდა, მეორე სესიაზე კი 240 –დან 2.

ჯამში, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ახალციხის საგამოცდო ცენტრში, 1004 აბიტურიენტს უნდა ჩაებარებინა და აქედან საგამოცდო ცენტრში 20 მათგანი არ გამოცხადდა.

გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ მთლიანობაში გამოცდა არ გასჭირვებიათ, თუმცა, რამდენიმე დავალება საკმაოდ რთული იყო.

„ ესე იყო ძალიან მარტივი იმასთან შედარებით, რასაც ველოდით. შედარებით რთული იყო ნაცნობი და უცნობი ტექსტი. რედაქტირებაში იყო უცხო ტიპის შეცდომები,რაც ყველას გვერთულა. დანარჩენს რაც შეეხება, ყველაფერში ვარ კმაყოფილი და ველოდები ნორმალურ შეფასებას“, – ამბობს აბიტურიენტი თამარ ბაგინაშვილი

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები, გუშინ, 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და გაგრძელდება 6–7 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდით.

[თეონა თაბუნიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე 2 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
2014  წლის  ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 5 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის  მეორე სესიაზე 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა