FM97.5 / LIVE

ადიგენში ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვის 12.828 ლარი დაიხარჯება

მთავარისაზოგადოება » განათლება 02.07.2015
დაბა ადიგენში ბიბლიოთეკის შენობა რემონტდება. გამარჯვებული კომპანია შპს „ახალი თაობა“ რეაბილიტაციისთვის 12.828 ლარს დახარჯავს.

ადიგენში ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვის 12.828 ლარი დაიხარჯება

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 17 ივნისს გამოაცხადა. გამარტივებულ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, შპს „ახალი თაობა“ მონაწილეობდა. ელექტრონული ტენდერის დროს ძირითად დროში წარმოდგენილი თანხა არ შეცვლილა.

გამარჯვებული კომპანია ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას 12.828 ლარს მოახმარს. გარემონტდება შესასვლელი დარბაზი, დერეფანი, დირექტორის კაბინეტი და საპირფარეშო. შეიღებება კედლები და გამოიცვლება იატაკი. ცენტრალურ შესასვლელში მოეწყობა პანდუსი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 3 ივლისამდე უნდა გააფორმოს. სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში უნდა დასრულდეს.

როგორც ადიგენის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ეკა ბოჩიკაშვილი გვიხსნის, აღნიშნულ შენობაში ბიბლიოთეკა 2002 წლიდან გადავიდა და მას შემდეგ არ გარემონტებულა. ბიბლიოთეკაში დაახლოებით 21.000–მდე წიგნი ინახება.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2018 ახალციხეში გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს

15.10.2018 გუბერნიასთან, სადაც დაზიანებული საკანალიზაციო ჭა ქუჩას ტბორავდა, მილებს ცვლიან

15.10.2018 ლაბორატორიული კვლევებით, მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა

14.10.2018 მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, 10 კორპუსის ფასადი შეიღებება
გორგული-შოშხოთის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია იწყება
უდეში სკვერის რეაბილიტაცია იწყება
ადიგენის გამგეობამ გამწვანების სანიტარული ჭრისთვის 6520 ლარი გამოყო
რას პასუხობს ბიბლიოთეკის პროექტის ავტორი გიქოშვილს
საფეხური: ადიგენის ბიბლიოთეკები [Audio]