FM97.5 / LIVE

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

მთავარისაზოგადოება » განათლება 02.07.2015
2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, დღეს, 2 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესიისთვის რეგისტრაცია 08:00 საათზე, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყო.

ახალციხის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 255 აბიტურიენტიდან, 2 არ გამოცხადდა.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, გელა ინასარიძის განცხადებით, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიდინარეობს.

გამოცდები ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის შენობაში მიმდინარეობს. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით11 დიდ ქალაქში 19 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ახალციხეში, ისევე, როგორც ყველა საგამოცდო ცენტრთან, მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

ახალციხის საგამოცდო ცენტრთან, ხალხმრავლობის გამო, რუსთაველის ქუჩიდან ახალციხის ცენტრალური პარკისკენ ( და პირიქით) სამანქანო გზა გადაკეტილია. მოძრაობა შეფერხებული გამოცდების დასრულებამდე დარჩება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 000 - მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო


[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ზოგადი უნარების გამოცდაზე 20 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში აბარებენ
საგამოცდო ცენტრებში უცხო ენის გამოცდა მიმდინარეობს
გეოგრაფიის გამოცდაზე 11 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა
საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 77 მაგისტრანტობის მსურველიდან 7 არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო