FM97.5 / LIVE

ნარჩენებით სავსე ახალციხის გარეუბნები და შეწუხებული მოსახლეობა

მთავარისაზოგადოება 01.07.2015
450 ათას ლარად მოწყობილი ნაგავსაყრელი და კვლავ მოუგვარებელი პრობლემა ახალციხეში. რატომ იყრება საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქალაქის ცენტრში და ვის აკისრებს პასუხისმგებლობას მოსახლეობა.

ნარჩენებით სავსე ახალციხის გარეუბნები და შეწუხებული მოსახლეობა

ახალციხეში, გამრეკელის ქუჩაზე, სტომატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი ნელი მაღრაძე ამბობს, რომ კლინიკის ტერიტორიაზე მოსახლეობა ყოველდღიურად მიმდებარე ქუჩებიდან ნაგავს ყრის. მისი თქმით, ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნარჩენები ძირითადად ღამის საათებში მოაქვთ, მაშინ, როდესაც კლინიკაში თანამშრომლები არ არიან.

ნარჩენებით სავსე ახალციხის გარეუბნები და შეწუხებული მოსახლეობა „მთელი ქალაქი აქ მოდის და ნაგავს ყრის, აქ წლების განმავლობაში დაგროვილი ნარჩენებია. რამდენჯერმე ჩვენ მოვიყვანეთ ტრაქტორი და მიწა გადავაყარეთ, მაგრამ იგივე სიტუაციაა. ეზო შემოღობილი არ გვაქვს, რომ დავკეტოთ და შემოსვლის უფლება არ მივცეთ“, – ამბობს შპს „სტომატოლოგის“ დირექტორი ნელი მაღრაძე.

მისივე თქმით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრიან სომხური საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ნაგავი წვიმის დროს მდინარე ფოცხოვში ჩადის: „ძალიან სახიფათოა, განსაკუთრებით ზაფხულში. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსიც ვნახე და დახმარება ვთხოვე“.

ნარჩენებით სავსე ახალციხის გარეუბნები და შეწუხებული მოსახლეობა გამრეკელის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ქუჩაზე ნაგვის მანქანა არ მიდის, არ დგას ნაგვის ურნებიც, თუმცა იმ ფაქტს, რომ ნაგავს კლინიკის ტერიტორიაზე ყრიან კატეგორიულად უარყოფენ. ადილობრივები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში თხოვენ ქუჩებში ნაგვის ურნების დადგმას, თუმცა უშედეგოდ.

„ნაგავს ორი ქუჩის მოშორებით, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მდგარ ურნაში ვყრით. კლინიკის ტერიტორიაზე ჩვენ არ გაგვაქვს“, – ამბობს გამრეკელის ქუჩის მცხოვრები რუზანა მეითარჯიანი.

ნაგვის ურნების არარსებობის პრობლემა აწუხებთ შალვა ახალციხელის ქუჩის მცხოვრებლებსაც.

ნარჩენებით სავსე ახალციხის გარეუბნები და შეწუხებული მოსახლეობა „ჩვენც გუბერნიასთან გაგვაქვს ნაგავი. ტყუილებს ნუ იძახიან. ჩვენ ნარჩენები კლინიკის ტერიტორიაზე არ გაგვაქვს“, – ამბობს ეთერ შეშაბერიძე.

სომხური საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის გატანას კატეგორიულად უარყოფს სკოლის დირექციაც, თუმცა ეზოში, მდინარე ფოცხოვის მხარეს, რკინის ღობე აწეულია და ახალდაყრილი ნაგვის კვალიც ემჩნევა. საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია მიმდებარე ტერიტორიაზეც.

სკოლის დირექტორი სვეტლანა არუთუნიანი ამბობს, რომ ნაგავს რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ყრის, სკოლას კი ნარჩენები დიდიმამიშვილის ქუჩაზე გააქვთ.

წლებია უშედეგოდ ითხოვენ ნაგვის ურნებს ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრებლებიც. ადგილობრივები საყოფაცხოვრებო ნარჩენებს რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრიან. აღნიშნულ ქუჩაზე 25 ოჯახი ცხოვრობს.

„ვის არ ვთხოვეთ დახმარება, მოდიან, ათვალიერებენ და არაფერს აკეთებენ. ნაგვის მანქანა ჩვენს ქუჩაზე არ მოდის. არ ვიცით სად წავიღოთ, ჩვენი პატრონი არავინაა. ეს ქუჩა არავის ახსოვს“, – ამბობს ივანე ახალციხელის ქუჩის მცხოვრები ალბერტ ხუმარიანი.

აღნიშნული ქუჩების გარდა ნაგავი იყრება 9 აპრილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც სამშენებლო ნარჩენები ყრია.

ნარჩენებით სავსე ახალციხის გარეუბნები და შეწუხებული მოსახლეობა რატომ ვერ ხერხდება აღნიშნულ ქუჩებზე ნაგვის ურნების დადგმა და რატომ არ დადის ნაგავმზიდი შალვა ახალციხელის რამდენიმე ქუჩაზე ამ დროისთვის უცნობია. შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსმა გიორგი ბალიაშვილმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ ისურვა. მიზეზად მოუცლელობა დაასახელა და ტელეფონი გაგვითიშა.

მიმდინარე წელს, მარტში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 113 ათას ლარად ნაგავმზიდი შეიძინა, გარდა ამისა იყიდეს ახალი, 40 ნაგვის ურნა, თუმცა აღნიშნულ ქუჩებზე ახალი ნაგვის ურნები არ დაუდგამთ.

„სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ ისურვა და ბალიაშვილის მსგავსად მოუცლელობა დაასახელა ახალციხის მერიაში ახლადშექმნილი ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ნაირა სამსონიძემაც.

აღნიშული სამსახური 2015 წლის მაისში შეიქმნა, რომლის ფუნქციაც ქალაქში უსახური მშენებლობის, სამშენებლო მასალების დაყრის, მიწის თვითნებურად გადათხრის, წყლისა და საკანალიზაციო სისტემების შეცვლის შემთხვევაში დამრღვევ მოქალაქეს და ორგანიზაციას დააჯარიმებს.
რა სანქციები აამოქმედა ზედამხედველობის სამსახურმა და დაჯარიმდა თუ არა ვინმე ახალციხეში ჩვენთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით 15 იანვრიდან 1 ივნისამდე პერიოდში, სამცხე–ჯავახეთში, ნარჩენების მართვის კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო, 278 პირია დაჯარიმებული.

„ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, რომელიც მიმდინარე წლის 15 იანვარს ამოქმედდა, გარემოს დანაგვიანება კანონით ისჯება. გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარი, მაქსიმალური კი, 5 000 ლარია. ჯარიმის მოცულობა იმის მიხედვით განისაზღვრება, რამდენად სახიფათოა გადაყრილი ნარჩენი გარემოსთვის, როგორია მისი მოცულობა და ვინ აბინძურებს გარემოს – ფიზიკური პირი თუ ორგანიზაცია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.05.2019 პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

23.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება

22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2019 ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

24.05.2019 'ბედნიერებაა, როცა საკუთარ სკოლაზე ზრუნავ'– ეკოდამცველები ლელოვნის სკოლიდან [ვიდეო]

24.05.2019 ასპინძაში, ხუთ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

24.05.2019 'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'– ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ნაგვის ურნების დამატებას ითხოვენ
ახალციხის ქუჩებს არაოფიციალური ნაგავსაყრელებისგან წმენდენ
ახალციხეში ნარჩენებს ჩიხებსა და მდინარის ნაპირებზე ყრიან [Photo]
ახალი ნაგვის ურნები მეზობლებს შორის უთანხმოების  მიზეზი გახდა
ნაგავმზიდების ‘ავტოსადგომი' შუა ქალაქში
საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ქუჩები ახალციხეში [Photo]
დაეტყო თუ არა ახალციხეს გარემოს დანაგვიანებაზე დაწესებული ჯარიმები