FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეს ივნისში 25 695 ვიზიტორი ჰყავდა

მთავარისაზოგადოება 01.07.2015
ახალციხის ციხის ადმინისტრაცია 2015 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ციხის ტერიტორიაზე შესულ ვიზიტორთა რაოდენობას აქვეყნებს. წელს ციხეს ყველაზე მეტი ვიზიტორი ივნისში ჰყავდა.

ახალციხის ციხეს ივნისში 25 695 ვიზიტორი ჰყავდა
ახალციხის ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ციხის ტერიტორია 49 855–მა ვიზიტორმა მოინახულა. აქედან ყველაზე მეტი ვიზიტორი ივნისში იყო, ყველაზე ცოტა კი იანვარში.

ახალციხის ციხის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ იანვარში ციხემ 1 705 ვიზიტორი მიიღო, გაყიდული ბილეთებისა და გიდის მომსახურებიდან მიღებული თანხა 8 413 ლარს შეადგენს. თებერვალში 1 277 ვიზიტორი იყო, საიდანაც ციხემ 6 246 ლარი მიიღო. მარტში ახალციხის ციხის ტერიტორია 2 062–მა ვიზიტორმა მოინახულა, აქედან ციხის ბიუჯეტში 10 937 ლარი შევიდა. რაც შეეხება აპრილის თვეს, ციხეზე 3 906 ვიზიტორი დაფიქსირდა, შესული თანხა კი 21 742 ლარი იყო. მაისში ვიზიტორების რაოდენობა 15 210 ვიზიტორი იყო და 64 956 ლარი შევიდა.

ციხემ ყველაზე მეტი ვიზიტორი 25 695 მიმდინარე წლის ივნისში მიიღო, საიდანაც ციხის ბიუჯეტში 93 992 ლარი შევიდა.

ახალციხის ციხის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ იანვარ–ივნისში გაყიდული ბილეთებიდან და გიდის მომსახურებიდან მიღებული თანხა 206 275 ლარია.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხემ  8 თვეში 800 000 ლარამდე შემოსავალი და 11 6475 ვიზიტორი მიიღო
ახალციხის ციხემ 2018 წელს 900 000 ლარამდე შემოსავალი მიიღო
2013 წელს ახალციხის ციხემ ვიზიტორებისგან ნახევარ მილიონამდე ლარი მიიღო
ახალციხის ციხეში ვიზიტორების რაოდენობამ იმატა
“ახალციხის ციხეს“  2017 წელს 141 591 ვიზიტორი ჰყავდა
2018 წელს ‘ახალციხის ციხეს’ 152 752 ვიზიტორი ესტუმრა
ახალციხის ციხეს 2019 წელს 159 828 ვიზიტორი ესტუმრა