FM97.5 / LIVE

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა

მთავარისაზოგადოება 01.07.2015
საქართველო დღეიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა. პირველ ეტაპზე ანალოგური მაუწყებლობა მხოლოდ დედაქალაქის სამაუწყებლო ზონაში გაითიშება.

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, დღეს, 1 ივლისს 10:00 საათზე ანალოგური მაუწყებლობა დედაქალაქის სამაუწყებლო ზონაში გაითიშება, რომელიც შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს აერთიანებს - თბილისი, საგარეჯოს რაიონი, კოჯორი, რუსთავი და მარნეული.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა მოსახლეობის იმ კატეგორიას ეხება, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით ე.წ სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და მის ტელევიზორს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს. საზოგადოების ამ ნაწილს ციფრულ ფორმატში ღია სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა - სეტ-ტოპ-ბოქსი დასჭირდება. სეტ-ტოპ-ბოქსი უერთდება ძველ ტელევიზორებსაც.

ულტრათანამედროვე ტელევიზორებს ციფრული სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა უკვე ჩამონტაჟებული აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ოპერატორის) მომსახურებით სარგებლობს, ან თანამგზავრულ მაუწყებლობას სპეციალური მოწყობილობების საშუალებით იღებს, რეფორმა არ ეხება და მათ სეტ-ტოპ-ბოქსი არ დაჭირდება თუ მათ ტელემაუწყებლობის ღია ეთერით მიღება არ ენდომებათ.

სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სეტ–ტოპ–ბოქსები სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაეცემა.სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს მინიჭებული, მის კუთვნილ სეტ-ტოპ-ბოქს რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, "საქართველოს ფოსტის" შესაბამის სერვის ცენტრში პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ მიიღებს.

მოსახლეობის იმ ნაწილმა კი, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით, სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და არ წარმოადგენს სოციალურად დაუცველთა კატეგორიას და ასევე, არ აქვს DVB-T2 სტანდარტის სიგნალის მიმღები ტელევიზორი სეტ-ტოპ-ბოქსი უნდა შეიძინოს, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში იყიდება.

მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები დედაქალის შემდეგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად, ექვსი კვირის განმავლობაში გაითიშება, კერძოდ, 2015 წლის 9 ივლისს 10:00 საათზე გორში, ბეკამში, დუშეთში, ხაშურში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.

2015 წლის 18 ივლისს 10:00 საათზე ქუთაისში, ტყიბულში, ცაგერში, ფოთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ზესტაფონში, მარტვილში, სამტრედიაში, ხონში, სენაკში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.

2015 წლის 30 ივლისს 10:00 საათზე ბათუმში, ხულოში, ქედაში და შუახევში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.

2015 წლის 6 აგვისტოს 10:00 საათზე ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და ჯვარში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო მაუწყებლობის გადამცემი სადგურები გაითიშება.

2015 წლის 18 აგვისტოს 10:00 საათზე ბორჯომში, ბაკურიანში, აბასთუმანში, ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში და ნინოწმინდაში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.

2015 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათზე თელავში, ცივის მთაზე, სიღნაღში, ყვარელში, ლაგოდერში, დმანისში, ბოლნისში, წალკაში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ამბროლურში, ლენტეხში, მესტიაში, ჭიათურაში და საჩხერეში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე 18 აგვისტოს გადავა
ხვალიდან სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა
საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის (R)
ახალციხესა და ბორჯომში ციფრულ მაუწყებლობაზე იმსჯელეს
ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობამდე (R)
ციფრული ტელევიზია - კომფორტული სიახლე (R)
ციფრული ტელემაუწყებლობა - გამოსახულება ხარვეზის გარეშე