FM97.5 / LIVE

საპატიო ახალციხელები, მათ შორის მერის მამა, საზეიმოდ დაასაჩუქრეს

მთავარისაზოგადოება 30.06.2015
2015 წლის სამი „საპატიო ახალციხელი“, მათ შორის, ერთი ახალციხის მერის მამა, შერჩეული და დასაჩუქრებულია. საპატიო მოქალაქეები საზეიმოდ, „ახალციხელობის“ დასკვნით ღონისძიებაზე დაასაჩუქრეს.

საპატიო ახალციხელები, მათ შორის მერის მამა, საზეიმოდ დაასაჩუქრეს

მერაბ ბერიძე, ელგუჯა კოპაძე და ვასილ კვინცხაძე, როგორც ახალციხის საპატიო ახალციხელები, წელს მოსახლეობამ შეარჩია.

მერაბ ბერიძე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია, ვასილ კვინცხაძე სახალხო მთქმელი, ახალციხის მერის მამა ელგუჯა კოპაძე კი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კულტურის განყოფილებას.

„საპატიო ახალციხელების“ დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა, ადგილობრივებთან ერთად, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
სახალხო მთქმელი, ისტორიკოსი და უკვე ქალაქის საპატიო მოქალაქე ვასილ კვინცხაძე ამბობს, რომ მადლიერია იმ ადამიანების, ვინც მისი კანდიდატურა შეარჩია: „მე ველოდი. დიდი მადლობა ყველას!“.

ნდობისა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს ელგუჯა კოპაძემაც.

„მალე გაბრწყინებული გვენახოს ჩვენი ქალაქი“, – განაცხადა ქალაქის მერის მამამ სამადლობელ სიტყვაში.

„დიდი მადლობა, ვინც მე მხარი დამიჭირა, მადლობა მერიას ასეთი შესანიშნავი ღონისძიებისთვის“, – განაცხადა ასევე უკვე საპატიო მოქალაქემ მერაბ ბერიძემ.

ახალციხის მერიამ სიგელები და საჩუქრები იმ საპატიო მოქალაქებსაც გადასცა, ვინც ამ სტატუსით გასულ წლებში შეარჩიეს. შეგახსენებთ, ახალციხეს უკვე ჰყავდა 6 საპატიო მოქალაქე. 2013 წელს დასახელებული: კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი და რეჟისორი თემურ ჩხეიძე და 2014 წელს შერჩეული ქალაქ ვალეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის დეკანოზი მამა სტეფანე, ახალციხის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი და სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე ვახტანგ კვესელაძე და ჯაყელების გვარის შთამომავალი ომარ ჯაყელი.

გარდა ამისა, ქალაქის მერმა გიორგი კოპაძემ ერთ–ერთი მაღაზიის მეპატრონე სერგეი კირაკოსიანი, თბილისში სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სიგელითა და ფასიანი საჩუქარით დააჯილდოვა.

განსხვავებით წინა წლებისგან, წელს პირველი წელია, როდესაც საპატიო ახალციხელების შერჩევა ხელისუფლებამ მოქალაქეებს მიანდო. ადგილობრივებს სამი საპატიო მოქალაქე 10 კანდიდატიდან უნდა შეერჩიათ. გარდა უკვე ამ სტატუსიტ დაჯილდოებული სამი პიროვნებისა, ამ სიაში იყვნენ: ახალციხის სამუსიკო სკოლის დირექტორი ცისანა ახვლედიანი, სამცხე–ჯავახეთის ისტორიის რეგიონული მუზეუმის მენეჯერი ციური ლაფაჩი, სახალხო არტისტი ნათელა იაძე, მსახიობი გალინა ხვიჩია, თოჯინების თეატრის მმართველი რუსუდან სისაური, მესხეთის სახელმწიფო დრეამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი და ექიმი ნუნუ აბდუშელიშვილი.

როგორც მერიაში განმარტავენ, ეს 10 კანდიდატი, ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვით შეირჩა. ამ 10–დან სამი კი სოციალური ქსელის საშუალებით გამოვლინდა.

შეგახსენებთ, „საპატიო მოქალაქის“ სტატუსის მინიჭების ტრადიცია ახალციხეში 2013 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის, ოლეგ სანდროშვილის ინიციატივით აღდგა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სამი საპატიო მოქალაქე შერჩეულია
ახალციხის მერია საპატიო მოქალაქეებს არჩევს
ახალციხის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს
ვინ გახდნენ ახალციხის საპატიო ახალციხელები
საპატიო მოქალაქეები: სტატუსი მოულოდნელი იყო
ახალციხეს სამი საპატიო მოქალაქე ჰყავს
ახალციხის საპატიო მოქალაქეების ვინაობა ცნობილია