FM97.5 / LIVE

ახალციხის სამი საპატიო მოქალაქე შერჩეულია

მთავარისაზოგადოება 30.06.2015
ახალციხის საპატიო მოქალაქეების შერჩევა მერიამ მოსახლეობას მიანდო. სოციალურ ქსელსა და ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, სამი პიროვნება გამოვლინდა, მათ შორის, ახალციხის მერის მამა, ელგუჯა კოპაძე.

ახალციხის სამი საპატიო მოქალაქე შერჩეულია

სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, 1972 ხმიდან ყველაზე ბევრი, 641 ხმა, მერაბ ბერიძემ მიიღო, 452 ვასილ კვინცხაძემ, 408 კი ელგუჯა კოპაძემ. სამივე მათგანს დღეს, 19:00 საათზე, ახალციხის ციხეში, ახალციხელობის დღესასწაულის დასკვნით ნაწილზე დააჯილდოებენ.

საპატიო ახალციხელებს ახალციხელობის დღესასწაულზე მესამე წელია აჯილდოებენ. წელს პირველი წელია, როცა მათი შერჩევა მერიამ ადგილობრივებს მიანდო.

როგორც ახალციხის მერიაში განმარტავენ, პირველ ეტაპზე ქუჩისა და სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა. მერიის თანამშრომლები მოქალაქეებს ეკითხებოდნენ ვის მიანიჭებდნენ საპატიო ახალციხელის წოდებას. ამ გამოკითხვით 10 კანდიდატი გამოვლინდა: მერაბ ბერიძე, ელგუჯა კოპაძე, ვასილ კვინცხაძე, ცისანა ახვლედიანი, ციური ლაფაჩი, ნათელა იაძე, გალინა ხვიჩია, რუსუდან სისაური, ლია სულუაშვილი და ნუნუ აბდუშელიშვილი.

ამის შემდეგ ქალაქის მერიამ გამოკითხვა კონკრეტულად იმ 10 პიროვნებას შორის ჩაატარა, რომლებიც პირველ ეტაპზე მოქალაქეებმა დაასახელეს.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საორგანიზაციო განყოფილების თანამშრომლებმა სოციოლოგიური კვლევა ჩაატარეს. მათ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 200–მდე მოქალაქე გამოიკითხეს. პარალელურად, გამოკითხვა ჩატარდა ფეისბუქის გვერდზე, რომელშიც მონაწილეობა 1972–მა ინტერნეტ–მომხმარებელმა მიიღო.

ქუჩაში გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობამ საპატიო ახალცხელის წოდება ახალციხის სამუსიკო სკოლის დირექტორს ცისანა ახვლედიანს მიანიჭა. სოციალურ ქსელში კი 1972 ხმიდან ყველაზე მეტი, 641 ხმა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ მიიღო, 452 ხმა ერგო სახალხო მთქმელ ვასილ კვინცხაძეს, ხოლო 408 – ქალაქ ახალციხის მერის მამას ელგუჯა კოპაძეს, რომელიც წლების განმავლობაში ახალციხის კულტურის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ვინაიდან ქუჩის გამოკითხვის დროს ხმათა უმრავლესობით დასახელებული იყო ცისანა ახვლედიანი, თუმცა ფეისბუქზე გაცილებით მეტი ხმა მიიღო ვასილ კვინცხაძემ, ამიტომ გადაწყდა, რომ ერთ–ერთი საპატიო მოქალაქე სწორედ ვასილ კვინცხაძე ყოფილიყო.

„საპატიო მოქალაქის“ სტატუსის მინიჭების ტრადიცია ახალციხეში 2013 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის, ოლეგ სანდროშვილის ინიციატივით აღდგა.

2013 წელს „საპატიო ახალციხელებად“ კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი და რეჟისორი თემურ ჩხეიძე დაასახელეს. 2014 წელს კი „ახალციხის საპატიო მოქალაქეები“ გახდნენ ქალაქ ვალეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის დეკანოზი მამა სტეფანე, ახალციხის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი და სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე ვახტანგ კვესელაძე და ჯაყელების გვარის შთამომავალი ომარ ჯაყელი, რომელმაც ახალციხეში ამაღლების სახელობის ტაძრის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

„საპატიო ახალციხელებს“ საღამოს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე დააჯილდოებენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

საპატიო ახალციხელები, მათ შორის მერის მამა, საზეიმოდ დაასაჩუქრეს
ახალციხის მერია საპატიო მოქალაქეებს არჩევს
ახალციხის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს
ვინ გახდნენ ახალციხის საპატიო ახალციხელები
რის მიხედვით შეარჩიეს 'ახალციხის საპატიო მოქალაქეები'
ვის მიანიჭებდით საპატიო მოქალაქის წოდებას ახალციხეში [Video]
ახალციხის საპატიო მოქალაქეების ვინაობა ცნობილია