FM97.5 / LIVE

ოთხსულიანი ოჯახი დროებით საცხოვრებელში

მთავარისაზოგადოება 03.10.2012
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში, კედელაშვილების ოთხსულიანი ოჯახი, წლებია, ნათესავის ბინაში ცხოვრობს. სოციალურად დაუცველი ოჯახს, მაღალი ქულების გამო, მხოლოდ სადაზღვეო პოლისები გადაეცა, თუმცა ამბობენ, რომ ეს დახმარება ვერ გამოიყენეს.

ოთხსულიანი ოჯახი დროებით საცხოვრებელში

ნათესავის ბინაში, ედგარ კედელაშვილი, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, წლებია ცხოვრობს. მშობლების ოჯახიდან წასვლა იმის გამო მოუხდა, რომ ოჯახში უფროსი ძმა იყო. უსახსრობის გამო კი სახლის აშენება ვერ შეძლო და დღემდე ბიძის სახლში ცხოვრობს.

”გვითხრა შედით და იცხოვრეთო, მაგრამ, არ ვიცი როდის გვთხოვს ბინის დაცლას. იმის საშუალება არ მაქვს, რომ ოჯახი გამოვკვებო და სახლს როგორ ავიშენებ?!”- ამბობს იგი.

სახლში ოთხი ოთახია, გაყვითლებული კედლებით და ძველი იატაკით. ოჯახში ღირებული მხოლოდ ტელევიზორი და ელექტრო მადუღარაა. რაც შეეხება ავეჯს, ოჯახის უფროსი ამბობს, რომ ნაწილი თვითონ გააკეთა, ნაწილი კი ნათესავებმა აჩუქეს.

კედელაშვილებმა დახმარების მისაღებად სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადი შეიტანეს. სახლის შემოწმების შემდეგ დაგროვილმა ქულებმა 73 ათასი შეადგინა, რის შედეგადაც ოჯახს მხოლოდ სამედიცინო დაზღვევის პოლისი ერგო. თუმცა, კედელაშვილები ამბობენ, რომ პოლისი ვერ გამოიყენეს.

”ჩემს გოგონას ბრმანაწლავის სასწრაფო ოპერაცია გავუკეთეთ, გართულებული მდგომარეობის გამო ასპინძის საავადმყოფოში არ მიიღეს და ახალციხეში გაგვაგზავნეს. ოპერაცია 600 ლარი დაჯდა, ვალები რომ დაგვეფარა, ძროხა გავყიდეთ”, - ამბობს დიასახლისი.

ასპინძის სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ კედელაშვილების ოჯახს, განცხადების დაწერის უფლება წელიწადში ერთხელ აქვს. განყოფილების უფროსის გულქან მელიქიძის თქმით, კედელაშვილებს განცხადების განმეორებით დაწერა ოქტომბერში შეულიათ: ”უფლება აქვთ კიდევ მოვიდნენ და დაწერონ განცხადება. სოციალური აგენტი მივა და ფორმას შეავსებს. ამ ერთი წლის განმავლობაში შესაძლოა რამე შეიცვალა”.

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობიდან მიღებული თანხაა. ზაფხულში მოსულმა სეტყვამ კი კედელაშვილებს მოსავლის ნახევარზე მეტი გაუნადგურა.

”ეზოში ცოტა წიწაკა, კიტრი და პომიდორი დავრგე, მინდოდა გამეყიდა და ბავშვებისთვის ტანსაცმელი მეყიდა, მაგრამ, სეტყვამ გაგვიფუჭა, იმდენი დარჩა, რომ საჭმელად ძლივს გვეყოფა”, - ამბობს თამარ ზედგინიძე.

იმისათვის, რომ საკვები პროდუქტები მოიმარაგონ, ოჯახის უფროსები ადგილობრივ მცხოვრებლებს
კარტოფილის აღების პროცესში მუშებად მიყვებიან.მირებული გასამრჯელოს ნაწილს კომუნალური გადსახადებისთვის ინახავენ, ნაწილით კი საკვებს იმარაგებენ. ამბობენ, რომ ჯერჯერობით გოგონებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა ვერ მოახერხეს.

ყველაზე მეტად ოჯახს ზამთარში და გაზაფხულზე უჭირს. ამ დროს სოფელში სამუშაო არ არის. უსახსრობის გამო ხშირად შეშასაც ვერ ყიდულობენ.

”გასულ ზამთარს გირჩებით ვათბობდით სახლს, ნახევარზე მეტი სიცივეში გავატარეთ, ტყიდან შეშის გამოტანასაც თანხა უნდა. ვშიშობთ, რომ ამ ზამთარსაც იგივე მოგველის”, - გვიამბობს ოჯახის უფროსი.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განცხადების დაწერას კედელაშვილები ისევ აპირებენ. რა სახის დახმარება დაენიშნებათ მას შემდეგ გაირკვევა, რაც სოციალური აგენტი მათ ქულებს დაითვლის.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ოჯახს, რომელიც პროტესტის ნიშნად შვილს სააგენტოში ტოვებდა, დახმარება არ ექნება
ცხოვრება დროებით საცხოვრებელში და მოხსნილი დახმარება

უსამსახუროდ და სესხებით - სოფიო ბერიძე  დახმარებას ითხოვს
სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა
ვის მოუხდა ამჯერად თავის მართლება ორშაბათის თათბირზე
სოციალურად დაუცველი ოჯახი პროტესტის ნიშნად შვილს სოც.სამსახურში ტოვებს