პირველი სკოლის 10 ოქროსმედალოსანი შესაძლოა მედლის გარეშე დარჩეს »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

პირველი სკოლის 10 ოქროსმედალოსანი შესაძლოა მედლის გარეშე დარჩეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 29.06.2015
მასწავლებლის უნებლიე შეცდომა, თუ დაუდევრობა. ემუქრება თუ არა პირველი საჯარო სკოლის 10 მოსწავლეს ოქროს მედლის გარეშე დარჩენა და რა სანქციას დააკისრებს ისტორიის მასწავლებელს სკოლის დისციპლინური კომიტეტი.

პირველი სკოლის 10 ოქროსმედალოსანი შესაძლოა მედლის გარეშე დარჩეს

თამარ ბაგინაშვილი ახალციხის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. ბაგინაშვილმა სკოლა წელს წარმატებით, ოქროს მედალზე დაამთავრა, თუმცა, შესაძლოა მედლის გარეშე დარჩეს. თამარი განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ოქროს მედალოსანთა სიაში არ აღმოჩნდა, ისევე როგორც, ამ სკოლის კიდევ 9 მოსწავლე.

„როგორც აღმოჩნდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში ბავშვებს არ ჰქონდათ შეფასება საკონტროლო წერაში. პედაგოგს გამორჩა და ეს გახდა მიზეზი“, – ამბობს ბაგინაშვილის დედა ხათუნა კვინცხაძე.

მომხდარის შესახებ მოგვიანებით გაიგო მარი ნებაძემ: „მითხრეს, რომ მედალს მივიღებ. ეს იყო ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზი. სხვა არაფერი ვიცი, მშობლები აგვარებენ“.

ბაგინაშვილის ოჯახი ვითარების გასარკვევად კლასის დამრიგებელს, ქრისტინე ბალახაშვილს, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ხათუნა ხმალაძესა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა.

„გვითხრეს, რომ შექმნილია კომისია. მსგავსი 417 შემთხვევაა და კომისია განიხილავს. იმედი მომცეს, რომ საკითხი ბავშვების სასარგებლოდ გადაწყდება, თუმცა ძალიან ვღელავთ“, – ამბობს ხათუნა და ამატებს, რომ პრობლემა დროულად უნდა მოგვარდეს და ამისი არგუმენტიც აქვს, – „ოქროს მედალოსან ბავშვებს აქვთ განსხვავებული ატესტატი. მაინტერესებს, რა ზომები მიიღო სკოლის დირექტორმა, როცა აღმოაჩინა, რომ ეს არის ხარვეზი და პედაგოგის დაუდევრობა თუ არაპროფესიონალიზმი და რა რეაქცია ჰქონდა? შეიძლებოდა თუ არა ამ ხარვეზის გამოსწორება მანამდე, ვიდრე რესურსცენტრამდე მივიდოდა“.

მომხდარის შესახებ საუბარი არ სურს ისტორიის მასწავლებელს ნუნუ ოქრომელიძეს. კლასის დამრიგებელმა კი სკოლის დირექციასთან გადაგვამისამართა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ არ იყო საჭირო ჩაწერა. მე ჩემს საგანზე ვაგებ პასუხს. დანარჩენი მასწავლებელს უნდა სცოდნოდა“, – ამბობს ქრისტინე ბალახაშვილი.

პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა მომხდარის შესახებ მშობლებისგან შეიტყო. ჟუჟუნა გოგოლაურის განმარტებით, შეცდომა იქამდე დაუშვეს, ვიდრე სკოლის დირექტორად დაინიშნებოდა: „მასწავლებელს აქვს გამოტოვებული შემაჯამებელი სამუშაო. ხარვეზები გადაეცა სამინისტროს. განიხილავს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ვინაიდან არ არის ბავშვების დანაშაული და შეცდომა აქვს დაშვებული მასწავლებელს, გადაწყდება ბავშვების სასარგებლოდ“.

რა სანქციები დაეკისრება პედაგოგს, დირექტორის თქმით, ამაზე სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს. კომიტეტი უახლოეს დღეებში შეიკრიბება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ თითოეულ შემთხვევას განიხილავენ და გადაწყვეტილებას ისე მიიღებენ. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კი მომზადდება მედალოსნების დამატებითი სია, რომელიც გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
პირველ საჯარო სკოლას წელს 98 კურსდამთავრებული ჰყავს. 2014–2015 სასწავლო წელი ოქროსა და ვერცხლის მედლებზე 15–მა მოსწავლემ დაამთავრა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

06.08.2018 სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია

02.08.2018 დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2018 ახალციხის მერიამ 10 წარმატებულ სტუდენტს 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა

12.08.2018 ფერების შოუ ახალციხეში [photos\video]

12.08.2018 ახალციხეში ახალგაზრდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიქტორინა ჩატარდა

12.08.2018 ახალციხის ტბაზე სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

N1 სკოლის პედაგოგმა მედლების საქმეზე გაფრთხილება მიიღო
მედალოსანთა სიის მიღმა დარჩენილი მოსწავლეები მედლებს მიიღებენ
მედლების საქმე – ვის შეეშალა ახალციხის პირველ სკოლაში
მედლების საქმეზე, მეექვსე სკოლის პედაგოგებმა გაფრთხილებები მიიღეს
განათლების სამინისტროს კონკურსში ბორჯომის სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა
მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს
მედლების საქმე – შეცდომები ჟურნალებში და  მედლების გარეშე დარჩენილი მოსწავლეები