FM97.5 / LIVE

ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება 29.06.2015
ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, მერიამ გადაწყვიტა, რომ ქუჩაზე ასფალტი დააგოს, მაგრამ საკანალიზაციო სისტემა დაგეგმილი არ არის.

ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
ივანე ახალციხელის ქუჩის მოსახლეობა დღეს დილიდან საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების მოთხოვნით შეიკრიბა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქუჩაზე გზის დაგება დაიწყეს, თუმცა, მათი ინფორმაციით ასფალტი ისე დაიგება, რომ საკანალიზაციო სისტემა არ მოწესრიგდება.

"კანალიზაცია თუ არ გაგვიკეთეს, გზის დაგებას აზრი არ აქვს. გვინდა, რომ მოწესრიგებულად ვიცხოვროთ, აბანო იყოს სახლში, ფეკალური მასა გამოდის და ქუჩაზე მოედინება. საკანალიზაციო სისტემა საერთოდ არ არსებობს, ამბობენ, რომ იქნება მხოლოდ სანიაღვრეები. ჩვენ იმ სანიაღვრეებში მიუშვათ მილები?", – ამბობს ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრები თამარ აბესაძე.

ივანე ახალციხელის ქუჩაზე მცხოვრებლები ქალაქის მერიაში მისვლასაც აპირებენ. რას გეგმავს ქალაქ ახალციხის მერია აღნიშნულ ქუჩაზე და რა პასუხს მიიღებენ ადგილობრივები მერიაში. "სამხრეთის კარიბჭე" მოგვიანებით გიამბობთ.
ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
[თამარ თოთაძე, ახალციხე]


05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღის კითხვა: რას ითხოვენ ივანე ახალციხელის ქუჩაზე [Video]
'სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც' – დასახლება კანალიზაციის გარეშე
ივანე ახალციხელის ქუჩაზე ჯერ გზას დააგებენ, შემდეგ საკანალიზაციო ქსელს მოაწყობენ
ივანე ახალციხელის ქუჩაზე გარე განათება შეაკეთეს
‘ვერ გაგვიგია სოფელში ვცხოვრობთ თუ ქალაქში’ – ივანე ახალციხელის ქუჩიდან აქციებით იმუქრებიან
აბის დასახლებაში წყლისა და საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგდება
დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ