FM97.5 / LIVE

კომპანია „ჯიბემ“ ახალციხეში საბითუმო მარკეტი გახსნა

მთავარირეკლამა 27.06.2015
საბითუმო ფასები, 5 000 –ზე მეტი დასახელების პროდუქტი და განსაკუთრებული კომფორტი – კომპანია „ჯიბემ“ „ქეშ & ქერის“ ქსელი გააფართოვა და ახალციხის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე ფილიალი გახსნა.

კომპანია „ჯიბემ“ ახალციხეში საბითუმო მარკეტი გახსნა

საქართველოს მასშტაბით პირველი საბითუმო სავაჭრო ქსელის „ჯიბეს“ მე–10 ფილიალი ახალციხეში 25 ივნისს გაიხსნა. „ჯიბე” Cash&Carry -ის წარმომადგენლები თვლიან, რომ მათი მთავარი უპირატესობა დაბალი ფასია.

„ჩვენი მიზანია საბითუმო ბაზრის სისტემური ლეგალიზება და ვაჭრობის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება. გვაქვს ყველა სახის პროდუქტი, იქნება ეს საქართველოში წარმოებული, თუ საერთაშორისო ბრენდები”,- ამბობს ცენტრის თბილისის ფილიალის დირექტორი გიორგი ხაბელაშვილი და ამატებს, რომ ახალციხეში მაღაზიის გახსნამდე მათ ადგილობრივი ბაზარი შეისწავლეს.

ფილიალის გახსნას მაღაზიის თანამშრომლები, მისი პოტენციური მომხმარებლები და ასევე, ახალციხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ადგილობრივებმა მაღაზიაში სასურველი პროდუქტები უკვე შეიძინეს.

„ძალიან კარგია რომ გაიხსნა, ბაზართან ახლოს არის და შორს წასვლა აღარ დაგვჭირდება. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი ფასებია, რაღაც–რაღაცები შევიძინე კიდეც. მე რაიონიდან ვარ და ალბათ კვირაში ერთხელ მაინც მოვალ“ – ამბობს ირა ღარჭავა.

ამ ეტაპზე ახალციხის მაღაზიაში 13 ადგილობრივია დასაქმებული. „ჯიბეს“ ახალციხის ფილიალის მენეჯერის თქმით, სამომავლოდ მარკეტი გაფართოებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ ვაკანსიები კიდევ გამოცხადდება.

„ჯიბე“ 2010 წელს დაარსდა. ეს cash&carry–ის ფორმატის პირველი საბითუმო სავაჭრო ქსელია Cash & carry ევროპასა და ამერიკაში გავრცელებული ვაჭრობის ფორმაა, რომლის დროსაც პროდუქციის რეალიზაცია ხდება პირდაპირ საწყობიდან, ნაღდი ანგარიშსწორებით და ბუღალტრული დოკუმენტაციის ადგილზე გაცემის გზით.

"ჯიბეს" პირველი საბითუმო-სავაჭრო ქსელი ქალაქ ზუგდიდში 2010 წლის მაისში გაიხსნა. ამჟამად, "ჯიბე - ქეშ&ქერი“ საქართველოს ტერიტორიაზე 10 ფილიალს ითვლის. ახალციხეში მომხმარებელს მაღაზიაში მომსახურების მიღება ყოველ დღე, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე შეეძლებათ.

იხილეთ ფილიალის გახსნის ამსახველი ვიდეომასალა და ფოტორეპორტაჟი.


[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.12.2018 11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე

13.12.2018 მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

13.12.2018 ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

12.12.2018 სამი გოგოს პროფესიული არჩევანი - ხელობა ფინანსური თავისუფლებისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხეში "ჯიბე"–ს ჰიპერმარკეტის ქსელის ფილიალი გაიხსნა [Photo]
'ჯიბე'–ს ჰიპერმარკეტის ქსელის ახალციხის ფილიალის გახსნა [Video]
ახალციხეში საბითუმო მაღაზია 'იაფი' გაქურდეს
ახალციხეში LOVATO–ს ფილიალი გაიხსნა
ახალციხის ციხეში ახალ სეზონზე პირველი მაღაზია გაიხსნა
ახალციხეში მაღაზია ”მესხური ბრენდი” გაიხსნა
ახალქალაქის საკრედიტო ბაზარი გაფართოვდა