FM97.5 / LIVE

‘ახალციხელობის’ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი

მთავარისაზოგადოება 30.06.2015
30 ივნისს, წმინდანისა და ეროვნული გმირის შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. რას ნახავს მაყურებელი "ახალციხელობის" დღესასწაულზე.

‘ახალციხელობის’ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი

ახალციხეში სახელობითი დღესასწაული უკვე მეათედ აღინიშნება. ამ დღეს ქალაქში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი.

09:00 საათზე შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა აღევლინება.
11:00 საათზე პაატა ნათენაძისა და მერაბ კოსტავას ქუჩებზე გარბენი მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას ახალციხის სასპორტო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ.
11:30 საათზე ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა გაიმართება.
12:00 საათზე ასევე ახალციხის ციხის ტერიტორიაზე დაიწყება შეჯიბრი ჭადრაკში.
12:00 საათიდან ქვედა ციხეზე მოეწყობა ქართული რეწვის ნიმუშებისა და ქართული სამზარეულოს გამოფენა – გაყიდვა.
13:00 საათზე გაიმართება შეჯიბრი ნარდში.
15:00 საათზე დაგეგმილია შეჯიბრი მკლავჭიდში.
18:00 საათზე ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მოწყობილ სცენას ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები დაიკავებენ.
19:00 საათზე ახალციხის მერიის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში გამართული შეჯიბრებების გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ.
20:00 საათზე ახალციხის ციხის ამფითეატრში გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: კვარტეტი „ალილო“, ზურაბ მანაგაძე, ზურაბ დოიჯაშვილი, ნუგზარ კვაშალი, მაკა ზამბახიძე, ტატო გოდერძიშვილი და თემურ ყვითელაშვილი.

„ახალციხელობის“ აღნიშვნა ფეიერვერკით დასრულდება. დღესასწაულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 24 ათასი ლარი დაიხარჯება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.01.2020 საქართველოს მაღალ მთაში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი

23.01.2020 თებერვალში ‘ბაკურიანობა - 2020’ გაიმართება

23.01.2020 გორელოვკაში წყლის სისტემაზე უკანონო დაერთებებს ჩაჭრიან

23.01.2020 ადიგენის მერიასა და საკრებულოში 73 966 ლარის ჯილდო გაიცა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

რას ნახავს მაყურებელი 'ახალციხელობის' დღესასწაულზე
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან
ბორჯომში სახელობითი დღესასწაულისთვის ემზადებიან
რა იგეგმება 26 მაისს ახალციხეში
ახალციხელობის აღნიშვნა სპორტული ღონისძიებებით გრძელდება
რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს ახალციხეში
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართება