FM97.5 / LIVE

ხვალ უდეში ‘ანთიმოზობას’ იზეიმებენ

მთავარისაზოგადოება 25.06.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ხვალ, 26 ივნისს, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს ”ანთიმოზობას“ იზეიმებენ.

ხვალ უდეში ‘ანთიმოზობას’ იზეიმებენ

„ანთიმოზობის“ აღნიშვნა დილიდან დაიწყება.

ამ დღესთან დაკავშირებით, დილით, სოფელ უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა აღევლინება. წირვა–ლოცვის დასრულების შემდეგ კი სოფელ უდის ცენტრში ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი გაიმართება.

სოფელ უდეში "ანთიმოზობის" დღესასწაული 2005 წლიდან აღინიშნება. დღესასწაული ცნობილი საეკლესიო და საერო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის (ანდრია ხურციძე-მერაბიშვილის), როგორც ამ სოფლის მკვიდრის ხსოვნის პატივსაცემად იმართება.

”ანთიმოზობა” პირველად რუმინეთის საელჩოს ინიციატივით გაიმართა. სწორედ რუმინეთში, უკანასკნელ ხანს მოძიებული მასალებით დადგინდა, რომ ანთიმოზ ივერიელი მესხეთის, კერძოდ სოფელ უდის მკვიდრი იყო.

ვერსია, რომ ანთიმოზ ივერიელი წარმოშობით სოფელ უდედანაა, უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის წინამძღვარს დეკანოზი ტიმოთეს (ჩილაშვილი) ეკუთვნის. მისი თქმით, მის მრევლში თაობიდან თაობას გადაეცემოდა ცნობა, რომ ანთიმოზ ივერიელი წარმოშობით სოფელ უდედან იყო. გვარად ხურციძე ყოფილა, ანუ მესხ თავადთა საგვარეულოს მიეკუთვნებოდა და სავარაუდოდ თურქთა ერთ-ერთი შემოსევის დროს გაუტაციათ.

ზოგიერთი ცნობით, ტყვეობიდან იგი იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა გამოისყიდა. საპატრიარქოში ყოფნის პერიოდი მან განათლებისა და ოსტატობის სრულყოფას მოახმარა. უკვე სახელგანთქმული მხატვარი, გრავირების ოსტატი და კალიგრაფოსი, დაახლოებით 1689-1690 წლებში, ვლახეთის (დღევანდელი რუმინეთის ცენტრალური ნაწილი) დიდი მთავრის კონსტანტინე ბრინკოვიანუს მიწვევით ვლახეთს გაემგზავრა. მიწვევის მიზეზი კი უნდა ყოფილიყო ბრინკოვიანუსა და ბერძნული საპატრიარქოს შეთანხმება ვლახეთში დაეფუძნებინათ სტამბა, სადაც შესაძლებელი გახდებოდა საპატრიარქოსათვის ბერძნულ ენაზე წიგნების ბეჭდვა, რადგან კონსტანტინოპოლში, ჯერ კიდევ 1633 წელს, თურქებმა გაანადგურეს ბერძნული სტამბა.

ვლახეთში ჩასვლის შემდეგ ანთიმ ივერიელმა დააარსა 4 სტამბა, სადაც წიგნები იბეჭდებოდა ბერძნულად, რუმინულად, ძველსლავურად, თურქულად და არაბულად.

ანთიმ ივერიელის ძალისხმევით, პირველი ქართული ეროვნული სტამბა დაარსდა თბილისში, ხოლო პირველი არაბული სტამბა - სირიაში, ქალაქ ჰალაბში.

ანთიმ ივერიელი, როგორც უბადლო ხუროთმოძღვარი და არქიტექტორი, ეწეოდა დიდ აღმშენებლობით მოღვაწეობას. ხოლო როგორც ბრწყინვალე ფერმწერი, მოქანდაკე, გრავიორი თუ ხეზე ჭრის ოსტატი - მხატვრულ-შემოქმედებით მოღვაწეობას. 1708 წლიდან, როდესაც ვლახეთის უმაღლეს სასულიერო პირად - მიტროპოლიტად აირჩიეს, 1716 წლამდე, მისი უშუალო მონაწილეობით აგებული ან აღდგენილი, მოხატული და მოჩუქურთმებული იყო ოცზე მეტი ეკლესია-მონასტერი.

იგი უდიდესი პოლიტიკური მოღვაწეც იყო. მის პოლიტიკურ მოღვაწეობაში კი მთავარი იყო ბრძოლა ვლახეთის გასათავისუფლებლად უცხოელ დამპყრობე-ლთაგან. სწორედ ეს გახდა მიზეზი 1716 წლის 27 სექტემბერს მისი მოწამებრივად აღსრულებისა, როდესაც თურქმა დამპყრობლებმა განსაკუთრებული სისასტიკით დასაჯეს სიკვდილით.

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ უდეში ხვალ ”ანთიმოზობა” გაიმართება
სოფელ უდეში ”ანთიმოზობას”  აღნიშნავენ
უდეში ანთიმოზობა აღნიშნეს
სოფელ უდეში "ანთიმოზობას" აღნიშნავენ
26 ივნისს უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავენ
26 ივნისს უდეში სახალხო დღესასწაული 'ანთიმოზობა' გაიმართება
სოფელ უდეში „ანთიმოზობას“ აღნიშნავენ