FM97.5 / LIVE

‘ყოფილი პოლიციელები ვართ და არ არის საჭირო ამხელა ამბის ატეხვა’–პატრულისა და ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე

მთავარისამართალი 24.06.2015
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ახალციხის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის ვახტანგ გეწაძისა და მისი ყოფილი მოადგილის გია მერაბიშვილის ადმინისტრაციული საქმე განიხილა. გეწაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, მერაბიშვილს კი 300–ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

‘ყოფილი პოლიციელები ვართ და არ არის საჭირო ამხელა ამბის ატეხვა’–პატრულისა და ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე

სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 24 ივნისს გაიმართა. მოსამართლე გიორგი ლონდარიძე გეწაძისა და მერაბიშვილის საქმეს ორსაათნახევრის განმავლობაში იხილავდა.

შემთხვევა, რის გამოც საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა, 23 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, 00:30 საათზე, საპატრულო პოლიციამ შემოწმების მიზნით ავტომანქანა გააჩერა. აღმოჩნდა, რომ მძღოლსთან თან არ ჰქონდა ტექნიკური პასპორტი, ამიტომ საპატრულო პოლიციამ 15–ლარიანი ჯარიმა დაუწერა.

ჯარიმის გამოწერის შემდეგ, გაჩერებულ მანქანასთან ავტომანქანის მძღოლის მამა მივიდა და ტექნიკური პასპორტი მიიტანა. მას, რამდენიმრ წუთში, მისი მეგობრები: ახალციხის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი ვახტან გეწაძე და მისი ყოფილი მოადგილე გია მერაბიშვილი მიჰყვნენ.

როგორც სასამართლო დარბაზში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაიხსენეს, მისვლისთანავე მერაბიშვილმა და გეწაძემ მათ ჩხუბი დაუწყეს. ეუბნებოდნენ, რომ ჯარიმა არაკანონიერად დაიწერა და მოითხოვდნენ ეჩვენებინა მათთვის კანონი, რის საფუძველზეც მძღოლი დაჯარიმდა.

პატრულის ერთ–ერთი თანამშრომლის ჩვენების მიხედვით, გია მერაბიშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროს, დავით მაღრაძესა და ზოგადად, საქართველოს საპატრულო პოლიციის კანონმდებლობის მისამართით იგინებოდა.
მალევე საპატრულო პოლიციას დამატებით სამი ეკიპაჟის გამოძახება დასჭირდა. დამხმარე ეკიპაჟი ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა და მათ დავით მაღრაძე მიჰყვა.

როგორც, ვახტანგ გეწაძემ სასამართლო დარბაზში განაცხადა, მაღრაძე სამოქალაქო ფორმაში იყო, მისვლისთანავე დაიწყო ხმამაღალი საუბარი და ბოლოს, გასცა ბრძანება, გეწაძისა და მერაბიშვილისთვის ხელებზე ბორკილები დაედოთ და სამმართველოში გადაეყვანათ.

გეწაძე და მერაბიშვილი ამბობენ, რომ მათი დაპატიმრების აუცილებლობა არ იყო, რადგან სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ. თუმცა, სასამართლო დარბაზში პატრულის მიერ გადაღებული ვიდეომასალა აჩვენეს, სადაც ჩანს, რომ მერაბიშვილი მაღრაძის მისვლამდე მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, ხოლო საპატრულო პოლიციის უფროსის მისვლის შემდეგ გეწაძე მშვიდად ეუბნება, რომ „ჩვენც ყოფილი პოლიციელები ვართ და არ არის საჭირო ამხელა ამბის ატეხვა“.

დავით მაღრაძემ გია მერაბიშვილისა და ვახტანგ გეწაძის დაკავების ბრძანება გასცა, ხელებზე ბორკილები დაადეს და სამმართველოში გადაიყვანეს. როგორც ვიდეოფირში ჩანს, არც მერაბიშვილს და არც გეწაძეს დაკავების დროს პატრულისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოსამართლისგან ითხოვდნენ, რომ ვახტანგ გეწაძეს და გია მერაბიშვილს ბრალი 166–ე მუხლით წარდგენოდათ, რაც გულისხმობს, წვრილმან ხულიგნობას, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა–გინებსა, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა და სხვა ამგვარ მოქმედებას.

ასევე, გია მერაბიშვილის მიმართ დამატებით 173–ე მუხლით ბრალის წარგენას, რაც სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ისჯება 400 ლარის ოდენობის ჯარიმით, ან ერთიდან ექვს თვემდე ვადით გამასწორებელი სამუშაოთი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ლონდარიძის გადაწყვეტილებით, 166 – ე მუხლით სამართალდარღვევის არ არსებობის გამო ვახტან გეწაძის მიმართ ადმინისტაციული საქმის წარმოება შეწყდა. გია მერაბიშვილი კი, ცნობილი იქნა დამნაშავედ 173 –ე მუხლის სანქციის მიხედვით და მას 300–ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

გეწაძისა და მერაბიშვილსი ადვოკატი ნოდარ აკოფაშვილი, სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ამ ეტაპზე უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამხარეო სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ჯარიმის,  250 ლარის გადახდა დააკისრეს
ყოფილი პოლიტპატიმარი ახალციხეში უკანონოდ დააკავეს [video]
საპატრულო პოლიცია ყოფილი პოლიტპატიმრის საქმეს სააპელაციოში ასაჩივრებს
სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ზურა ხუციშვილის უკანონოდ დაკავება
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის უფროსი შეიცვალა
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს