"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართა

მთავარიპოლიტიკა 24.06.2015
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი ასპექტები, აღნიშნული ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი, ევროინტეგრაციის პროცესში ეთნიკური უმცირესობათა პასუხისმგებლობა, სამოქალაქო პოზიციის მნიშვნელობა, უფლებები და მოვალეობები გააცნეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს დღეს, ახალციხეში გამართულ ფორუმზე.

ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართა

„ეთნიკური უმცირესობების ფორუმი“, დღეს, 24 ივნისს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ორგანიზებით მოეწყო.
ფორუმს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასევე, ახალციხის სამოქალაქო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მხარის რწმუნებულის აპარატისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ეთნიკური უმცირესობები სათანადოდ არ არიან ინფორმირებული იმის შესახებ, რა პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული ევროინტეგრაციის პროცესი. პრობლემების დაძლევისთვის საჭიროა მათ იცოდნენ ევროპული არჩევანის სიკეთეებისა და მნიშვნელობის შესახებ“, – განაცხადა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა.

ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწოფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის თინა ღოღელიანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობები სრულფასოვნად იყვნენ ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში: „სახელმწიფო პოლიტკის ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმომადგენს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია. ეს არის ერთის მხრივ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა, მეორე მხრივ, მათი კულტურული იდენტობის შენარჩუნება, საზოგადოებაში ტოლერანტული გარემოს გაძლიერება და შემდგომი განვითარება“.

ეთნიკური უმცირესობები ამბობენ, რომ მსგავსი შეხვედრები ხშირად უნდა იმართებოდეს. ასევე ხშირად უნდა რიგდებოდეს საინფორმაციო ბროშურებიც.

ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართა„საინტერესო შეხვედრა იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკურმა უმცირესოების წარმომადგენლებმა კარგად გაიგონ, რა არის ევროინტეგრაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები“, – ამბობს ედუარდ აივაზიანი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტს „ეთნიკური უმცირესოებების ფორუმი“ „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის – ACICC“–ის 2015 წლის მცირე გრანტების აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. მსგავსი შეხვედრა მარნეულშიც გაიმართება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


27.03.2017 რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები

27.03.2017 ინტელექტუალური თამაშში – ‘საბა’, პირველობა მეხუთე სკოლას ერგო

27.03.2017 პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

23.03.2017 მოხის საჯარო სკოლის საქმეზე EMC შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.03.2017 მოქალაქე ამბობს, რომ ყოფილი პოლიციელი პოლიციის სახელით ემუქრება

29.03.2017 ახალციხეში, ნახანძრალი სამი ოჯახიდან, ორი თავს ახლობლებთან აფარებს

29.03.2017 ინციდენტი ახალქალაქში პატრულის მიერ მძღოლის დაჯარიმების გამო [Video]

28.03.2017 ახალციხელმა სპორტსმენმა კიკბოქსინგის ტურნირზე პირველი ადგილი აიღო [Photo/Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.03.2017 ბერძნების სოფელი ახალციხეში [Video]

17.03.2017 Жизнь продолжается [Audio]

06.03.2017 "სოხუმი" სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]

24.02.2017 'ეს სოფელი ყველაფერს მოწყვეტილია' [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართება
არაქართულენოვან მოსწავლეებს განათლების სფეროში მათთვის განკუთვნილი შეღავათები გააცნეს
ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების პოლიტიკის დოკუმენტი ამოქმედდა
ეთნიკური უმცირესობები უფასო სახელმძღვანელოების გარეშე არ დარჩებიან
უფასო სამართლებრივი კონსულტაცია ეთნიკური უმცირესობების ქალებს
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობის პრობლემებსა და უფლებებზე მსჯელობენ
ტრენინგი ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების გასააქტიურებლად