FM97.5 / LIVE

30 თუნუქი და 10 ტომარა ცემენტი – დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახს

მთავარისაზოგადოება 23.06.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც გამგეობას სამშენებლო მასალებით დახმარებას სთხოვდა, ამბობს, რომ თვითმმართველობა მხოლოდ 30 თუნუქითა და 10 ტომარა ცემენტით დაეხმარა, რაც საკმარისი არ არის.

30 თუნუქი და 10 ტომარა ცემენტი – დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანში მცხოვრებ მამულაძეებს შესაძლოა ზამთარის გატარება ისევ დაზიანებული სახურავით მოუწიოთ. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ თუნუქის ის რაოდენობა, რაც ადიგენის გამგეობამ გადასცათ, გადასახურად საკმარისი არ არის.

„30 თუნუქი ძალიან ცოტაა, ნახევარ სახლსაც არ ეყოფა. თან ისეთი თხელია, სეტყვასაც კი ვერ გაუძლებს“, – ამბობს ია მამულაძე.

მისი თქმით, ადიგენის გამგეობაში განუცხადეს, რომ დახმარება ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება და მთლიანი სახლისთვის საკმარის თუნუქს ვერ მისცემდნენ:„წვიმის დროს ოთახის ერთ კუთხეში ვიყუჟებით, რომ არ დავსველდეთ. მეუბნებიან რაც დააკლდა, თქვენ თვითონ დაამატეთო. ბავშვების საჭმელი არ მაქვს და სახურავისთვის თუნუქს, როგორ შევიძენ? ძალიან გვიჭირს არ ვიცი რა გვეშველება“.

მამულაძეებს სახლის გადასახურად არც ხე–მასალა აქვთ: „ჯერ ნებართვა არ მოუციათ“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ის ოჯახები, ვინც დაწერა განცხადება ხე–მასალით დახმარებასთან დაკავშირებით, სპეციალურმა კომისიამ უკვე შეამოწმა. შესაბამისი დოკუმენტები გადაგზავნილია სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, თუმცა პასუხი ჯერ არ მოსულა.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მამულაძეების ოჯახს 20 კუბური მეტრი სამასალე მერქანი 2014 წელსაც გამოუყვეს, თუმცა ოჯახმა მასალა სახლის რეაბილიტაციას არ მოახმარა.

„შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ, კომერციული მიზნით მოხდა მასლის გამოყენება. 2015 წელს შემოსული განცხადების საფუძველზე სამხარეო ადმინისტრაციის შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა აღნიშნული ოჯახის პრობლემა და მიმდინარე წელსაც 6 მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით, უახლოეს ხანში სატყეო სააგენტოში მათ გაეწევათ შუამდგომლობა სამასალე მერქნის გამოყოფის თაობაზე“, – აცხადებენ გუბერნიაში.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

უტყისუბანში მრავალშვილიან ოჯახს ადიგენის გამგეობა თუნუქითა და ცემენტით დაეხმარება
უსახლკაროდ დარჩენილ მერაბიშვილებს სამასალე მერქანი ამ დრომდე არ მიუღიათ
უსახლკაროდ დარჩენილი მერაბიშვილები სამასალე მერქანს ითხოვენ
ხარჯამის სასაფლაოზე მცხოვრები ალავიძეები დახმარებას ითხოვენ
უტყისუბანში მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს
ახალციხის გამგეობა 70 სოციალურად დაუცველ ოჯახს სამშენებლო მასალას გადასცემს
მოხეში ხანძრისგან დაზარალებულ შავაძეებს გამგეობა თუნუქით და ცემენტით დაეხმარა