FM97.5 / LIVE
ორი გარდაცვლილი, ერთი დაშავებული - ავარია აბასთუმანში, ახალი დეტალები

ორი გარდაცვლილი, ერთი დაშავებული - ავარია აბასთუმანში, ახალი დეტალები

მთავარისამართალი » შემთხვევა 22.06.2015
აბასთუმანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შსს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით იძიებს.

ორი გარდაცვლილი, ერთი დაშავებული - ავარია აბასთუმანში, ახალი დეტალები

მსუბუქ ავტომანქანში მსხდომი 5 ადამიანიდან, ორი გარდაცვლილის გვამს პროზექტურაში ექსპერტიზა უტარდება, სამი დაშავებული კლინიკ "იმედშია" გადაყვანილი. როგორც "სამხრეთის კარიბჭეს" კლინიკაში უთხრეს, სამი დაშავებულიდან ორს უკვე მალე გაწერენ, ერთი კი სტაციონარში რჩება: "ორს პატარ-პატარა დაზიანებები ჰქონდა, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე. მესამეს მდგომარეობაც უკვე სტაბილურია, სიცოცხლისთვის საშიში არ არის და საავადმყოფოში რჩება".

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილებიდან ერთი დაშავებულის დედაა, მეორე კი ბიძა, „სამხრეთის კარიბჭეს“ დაშავებულის ახლობელმა დაუდასტურა. თავად დაშავებული საშუალო ასაკის მამაკაცი, პროფესიით ექიმია. მის ვინაობას ამ ეტაპზე შეგნებულად არ ვასაჯაროებთ.

აბასთუმანში მცხოვრებლების ვერსიით, ზეკარის უღელტეხილზე მომავალი ავტომანქანა ნაწვიმზე მოცურდა, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა.

„ჩამოატარა ევაკუატორმა მანქანა, არაფრად ვარგოდა. ექიმები და პოლიციელები იყვნენ შეკრებილი, ხალხი ახლოს არ მიგვიშვეს“, - გვითხრა სატელეფონო საუბარში ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა აბასთუმანში დღეს, 21 ივნისს, ადგილობრივების ვერსიით, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. მსუბუქ ავტომობილში 5 ადამიანი ისხდა, ამათგან 2 ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის ე-5 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე,თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ავარია ბორჯომში – დაშავდა სამი ადამიანი
წნისში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალციხელი მამაკაცი ემსხვერპლა
ავარია ახალციხეში – დაშავდა 2 მოქალაქე, დაიმტვრა 6 მანქანა
ახალციხეში ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა
ერთი გარდაცვლილი, ერთი დაშავებული – ავარია აწყურთან [Video]
ავარია ივლიტასთან – დაშავებულია 5 ადამიანი
ნინოწმინდაში ავარიის შედეგად დაშავებული სამი პირიდან ორის მდგომარეობა მძიმეა