FM97.5 / LIVE

აწყური მეორედ დაისეტყვა

მთავარიეკონომიკა, შემთხვევა 20.06.2015
თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ 11 ივნისის სტიქიის შედეგები არ დაუთვლია და აწყური მეორედ დაისეტყვა. ადგილობრივების თქმით, ამჯერად სეტყვა უფრო ძლიერი იყო და დარჩენილი ნათესებიც განადგურდა.

აწყური მეორედ დაისეტყვა

აწყურში ძლიერი სეტყვა დაახლოებით 18:30 საათზე დაიწყო და 15 წუთს გაგრძელდა, გაცილებით ხანგრძლივი იყო წვიმა, რამაც ღელეების ადიდება გამოიწვია. გზები ჩაკეტვას გადაურჩა.

„წინა სტიქიის შემდეგ კარგად გაიწმინდა გვირაბები და წყლის ნაკადი გაატარა, საბედნიეროდ, ამჯერად ცენტრალურ გზაზე მოძრაობა არ შეფერხებულა“ , - გვითხრა სატელეფონო საუბარში აწყურში გამგებლის წარმომადგენელმა ელგუჯა ჯვარიძემ.

თუმცა, მისივე თქმით, ამჯერად გაცილებით ძლიერი იყო სეტყვა: „რაც წინა კვირას გადარჩა ხეხილი და ნათესები,ამჯერად სულ განადგურდა“.

ადგილობრივებმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადეს, რომ მათ ეზოებსა და აივნებში სეტყვის გროვები ჯერ ისევ ყრია. ამჯერად სეტყვა უფრო მსხვილი და ხშირი იყო.

ამ წუთებში აწყურში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ლომიძის თქმით, პირველადი დათვალიერებით, ზარალი საკმაოდ დიდია: „ძირითადად, სოფლის მეურნეობის კუთხით მივიღეთ ზარალი, განადგურებულია ხალხის ნაკვეთები“.

მისივე თქმით, წვიმამ 10 დღის წინ მომხდარი სტიქიის შემდეგ მოხრეშილი გზებიც დააზიანა: „წამოიღო წყალმა ხრეში, ყველაფერი თავიდანაა გასაკეთებელი“.

ადგილობირივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის ცენტრში შეკრებილი არიან დაზარალებულებიც. ისინი გამგეობის წარმომადგენლებს, ზარალის შესახებ უამბობენ.

აწყურში ზარალის დათვლა ჯერ არ დაწყებულა. სავარაუდოდ კომისია ხვალიდან დაიწყებს მუშაობას.

შეგახსენებთ, აწყურს სტიქიამ შეუტია 11 ივნისსაც. მაშინ მოვარდნილი ღვარცოფის გამო აწყურში ცენტრალური მაგისტრალიც გადაიკეტა, დაიტბორა ადგილობრივთა სახლების სარდაფები და წაილეკა ნათესები. ზარალის დამთვლელმა კომისიამ ჯერ ახლა დაასრულა სოფლების შემოვლა და ზარალის ოდენობის დათვლა სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მაშინ აწყურთან ერთად ახალციხის 7 სოფელი დაზარალდა. ძლიერი წვიმა ახალციხის სხვა სოფლებში ამჯერადაც იყო, თუმცა, სეტყვა მხოლოდ აწყურში მოხდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.04.2020 ‘საქართველოში შეკერილი პირბადეები თავის მთავარ მოთხოვნას ასრულებენ’ – ნათია თურნავა

10.04.2020 დაგვიცავს თუ არა ვირუსისგან ქართული წარმოების პირბადეები

10.04.2020 როგორ ახერხებენ ვარჯიშს კარანტინში მყოფი სპორტსმენები [ვიდეო]

09.04.2020 აბასთუმნის მიწათსარგებლობის და განაშენიანების გენგეგმა დამტკიცდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აწყურში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ადიგენში სტიქიის შედეგებს ხვალ დაითვლიან
ახალციხეში 8 სოფელი დაისეტყვა
ასპინძაში სამი სოფელი დაისეტყვა
აწყურში ცენტრალური მაგისტრალი გადაიკეტა [Photo]
ახალციხის გამგეობა ღვარცოფებისგან დაზიანებული გზების შეკეთებას იწყებს
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა