FM97.5 / LIVE

პრემიერი იმ ჟურნალისტებს დააჯილდოვებს, რომლებიც 13 ივნისს ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობდნენ

მთავარისაზოგადოება 20.06.2015
საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ის ჟურნალისტები დაჯილდოვდებიან, რომლებიც თბილისში, სტიქიის დროს ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობდნენ. გარდა ამისა პრემიერი გმირი მაშველის, ექიმის, პოლიციელის, გეოლოგის და მოხალისეების დაჯილდოვებასაც გეგმავს.

პრემიერი იმ ჟურნალისტებს დააჯილდოვებს, რომლებიც 13 ივნისს ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობდნენგამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 19 ივნისს საღამოს საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული მოხალისეების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საოცარია ის ენთუზიაზმი და თავდადება, რასაც ჩვენი ახალგაზრდები იჩენენ.

მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს მიმართა, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები და გაითვალისწინონ რჩევები, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრისგან ინტენსიურად იღებენ.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სტიქიის დღეებში გამოვლენილი არც ერთი გმირი მაშველი, პოლიციელი, ექიმი, გეოლოგი თუ მოხალისე დაუფასებელი არ უნდა დარჩეს.

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, უნდა დაჯილდოვდნენ გამორჩეული ჟურნალისტებიც. "გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ, განსაკუთრებით აღვნიშნოთ მათი წვლილი. რომ არა ისინი, ბევრი ფაქტი დარჩებოდა აღურიცხავი და მოსახლეობა, ჩვენი მომავალი თაობა, ვერ გაიგებდა გმირების შესახებ. ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი დროის გმირების ისტორიების შეგროვება. იდეა მაქვს, სტიქიის დასრულების შემდეგ გავაკეთოთ კარგად ორგანიზებული გამოფენა, სადაც გამოიფინება ის არაჩვეულებრივი ფოტოები, როგორ შრომობენ ჩვენი მოხალისეები და ეს გმირები შემოვუნახოთ მომავალ თაობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა სვანიძის ქუჩის მცხოვრები, 15 წლის მიხეილ შახბაზიანი, რომელსაც სტიქიის ღამეს, დედა და დეიდა წყალმა ხელიდან გამოსტაცა.

"მან იცოდა, რომ მისი ოჯახის წევრები უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები და გაიქცა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში, სადაც იმავე ღამეს 60-მდე ძაღლი გადაარჩინა. ოჯახის წევრების დაკრძალვის შემდეგ, იგი მოხალისედ ფიზიკურად მუშაობს. ასეთი გმირების მომსწრენი ვართ ჩვენ და არ შეიძლება, ასეთი ადამიანები დაუფასებლად დავტოვოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მსგავსი ისტორიების კატალოგის სახით გამოცემა იგეგმება.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, რომელმაც სტიქიის შედეგად დაზარალებულ ენუქიძეების მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა.

"ისე, როგორც ყოველთვის, პატრიარქი გვაძლევს მაგალითს და მიმაჩნია, რომ ამ ინიციატივას სხვებიც გამოეხმაურებიან. დღეს, დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადაეცა. ოჯახის უფროსი, სამწუხაროდ, სტიქიის დღეს გარდაიცვალა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს ასეთი სიკეთისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

[sknews.ge]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დაღუპულთა ოჯახები 10 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ
ირაკლი ღარიბაშვილი – ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული დასკვნა პოზიტიურია
ირაკლი ღარიბაშვილის მადლობა
გიორგი კვირიკაშვილი:,აზერბაიჯანი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც სტიქიის ზონაში ვერტმფრენები გამოგზავნა'
პრემიერი – უსამართლობაა, როდესაც სპეცრაზმელს დააბრალებ იმას, რაც მას არ დაუგეგმავს
საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა
პრემიერ–მინისტრი: სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა