FM97.5 / LIVE

ადიგენში ჯერ ზარალი არ დაუთვლიათ და სტიქია განმეორდა

მთავარისამართალი » შემთხვევა 19.06.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტს სტიქიამ მესამედ შეუტია. ძლიერმა წვიმამ 7 სოფელი დააზარალა. დაზიანებულია სოფლებამდე მისასვლელი გზები და დატბორილია ნათესები, ზოგან ახლაც წვიმს.

ადიგენში ჯერ ზარალი არ დაუთვლიათ და სტიქია განმეორდა

ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლერი წვიმა გუშინ, 18 ივნისს საღამოს მოვიდა. უხვმა ნალექმა 7 სოფლის, უდის, იმერთუბანის, დაბა ადიგენის, საღრძეს, იჯარეთის, ჩორჩანის და ზანავის მისასვლელი გზები დააზიანა. მოვარდნილი ღვარცოფი სასოფლო – სამეურნეო სავარგულებში შევარდა და მოსახლეობის დიდი ნაწილის ნათესები გაანადგურა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ სოფლებში თვითმმართველობის წარმომადგენლები ახლაც იმყოფებიან და ზარალს სწავლობენ.

როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არსენ ბალახაშვილი ამბობს, სოფელ უდეში ახლაც წვიმს და მისი ინფორმაციით ძლიერმა წვიმამ სოფელს სერიოზული ზარალი მიაყენა.

„ახლა დამირეკეს და მითხრეს, რომ სოფელ უდეში წვიმს. ადგილობრივებისგან ვიცი, რომ სოფელს სერიოზული ზარალი მიადგა, თუმცა არ ვიცი რა დააზიანა. საღამოს ვაპირებთ მისვლას და ზუსტად გვეცოდინება ყველაფერი“, – ამბობს არსენ ბალახაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტს უკვე მესამედ შეუტია. 3 ივნისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ადიგენის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი უდე და აბასთუმანი დააზარალა. სტიქიამ სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და სოფლის შიდა გზები დააზიანა.

დაახლოებით ერთ კვირაში, 11 ივნისს, სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთი სოფელი, დიდი და პატარა სმადა, ენთელი, ლელოვანი და ამხერი დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ სასოფლო – სამეურნეო სავარგულები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ადიგენს სტიქიამ მეორედ შეუტია
სტიქიამ ადიგენის სოფლები დააზარალა
აწყურში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ნინოწმინდაში ექვსი სოფელი დაისეტყვა - ანაზღაურებაზე მერიაში პასუხი არ აქვთ